შალვა ერისთავი
შალვა ნიკოლოზის ძე ერისთავი (დ. 1 იანვარი, 1897 — გ. 24 თებერვალი, 1921) — ქართველი სპორტსმენი (ფეხბურთელი), იუნკერი.
წარმომავლობით ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან იყო. დაიბადა თეატრის მოღვაწის ნიკოლოზ (კოლა) ერისთავის და ანასტასია ციციშვილის ოჯახში. ფეხბურთით გატაცებული შალვა ერისთავი იყო თბილისური გუნდის „შევარდენის“ (დაარსდა 1906 წელს) წევრი და ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლებოდა. 1919 წლიდან სწავლობდა თბილისის სამხედრო (იუნკერთა) სკოლაში. 1921 წლის თებერვალში მონაწილეობდა საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში ტაბახმელის ფრონტზე. 24 წლის ასაკში გმირულად დაიღუპა მოწინააღმდეგის მეტყვიამფრქვევთა პოზიციის იერიშის დროს (ხიშტით განგმირა მემიზნე ოფიცერი და თავადაც სასიკვდილო ჭრილობები მიიღო). დაკრძალეს ვერის სასაფლაოს ეკლესიის ეზოში (ახლანდ. ვერის ბაღი).
ლიტერატურა
რედაქტირება- წურწუმია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 64.
- ჩიქოვანი ი., არაგვის ერისთავები, თბ., 2011.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იუნკერი შალვა ერისთავი — ეროვნული გმირი და „შევარდენის“ ფეხბურთელი, „პირველი არხი“, 23 თებერვალი 2024.