კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები

კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები1921 წლის ბრძოლები რუსეთ-საქართველოს ომში (19-24 თებერვალი) ქართული სამხედრო სკოლის იუნიკრებსა და რუსეთის მე-11 არმიის ნაწილებს შორის, თბილისის ფრონტის კოჯორ-ტაბახმელის მონაკვეთზე. თბილისის დაცვის ნაწილი ომის პირველ ეტაპზე (11-16 თებერვალი, 1921) მოულოდნელი თავდასხმით ბოლშევიკური რუსები ჯარებმა თავიდან დიდი უპირატესობა მოიპოვეს. 18 თებერვალს თბილისთან ბრძოლები სოღანლუღის ფრონტის მონაკვეთზე (უფროსი გენერალი გ. მაზნიაშვილი) ქართველებმა პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. მარცხის მიუხედავად რუსებმა დაუყოვნებლივ შეცვალეს შეტევის მიმართულება და საარტილერიო მომზადების შემდეგ ტაბახმელაზე (სექტორის უფროსი გენერალი ანდრონიკაშვილი) მიიტანეს იერიში. ბოლშევიკებმა სამხედრო სკოლის (160 იუნკერი და 350 ნაცვალი, 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფქვრევი; უფროსი პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე) წინააღმდეგობა ვერ გატეხეს, მაგრამ რადგან რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ, ფრონტის ხაზი გააგრძელეს და იუნიკერთა პოზიციებს ფლანგებიდან მოუარეს ბოლშევიკები თითქმის დაუცველ კოჯორში შეიჭრენ და ზურგიდან დაემუქრენ იუნიკერთა პოზიციებს. კრიტიკულ მომენტში პოლკოვნიკი ა. ჩხეიძის ინიციატივით იუნიკერებმა ძალები გადააჯგუფეს. მაიორ ბახუტაშვილის ბატარეამ პირდაპირი დამიზნებით ცეცხლი გაუხსნა ბოლშევიკთა მებრძოლებს. იუნიკერების ერთმა გუნდმა კაპიტან თოიძის მეთაურობით (სულ 23 კაცი ) კონტრშეტევით შეაჩერა მოწინააღმდეგე (დაიღუპა კაპიტანი თოიძე, დაიღუპა და დაიჭრა 8 იუნკერი). ამან მთავარსარდალს საპასუხო ზომების მიღების დრო მისცა.

20 თებერვალი არმიისა და გვარდიის ნაწილებში საერთო შეტევით ქართველებმა კოჯორი დაიბრუნეს და ფრონტის ხაზის მთლიანობა აგადგინეს. რუსებმა დაკარგეს 4 ქვემეხი 15-მდე ტყვიამფქვრევი, ჯავშანმობილი და ასამდე ტყვე. 20-23 თებერვლის განმავლობაში სამხედრო სკოლის მებრძოლები ურყევად იდგნენ თავის პოზიციებზე, განსაკუთრებით მძიმე მომეტებში რეზერვში მყოფი იუნიკერების კონტრიერიში მუდამ საკმარისი იყო მდგომარეობის აღსადგენად. 24 თებერვალი დამხმარე ნაწილებით გაძლიერებული XI არმიის ფრონტის ყველა უბანზე გადამწყვეტ შეტევაზე გადავდიდ. ბაქოდან გადმოსროლილი წითელი კურსანტების აღმოსავლეთის ბრიგადა უკვე შეთხელებულ იუნიკერებს (მათ რიგში მხოლოდ 85-90 ბრძოლისუნარიანი კაცი იყო დარჩენილი) ტაბახმელაში დაუპირისპირდა. ბოლშევიკებმა ფრონტის ხაზი გარღვიეს და ლეიტენანტ გ. ალექსი-მესხილშვილის ბატარეას შეუტიეს. გ. ალექს-მესხიშვილის ბატარეის ჯარისკაცები უთანასწორო ხელჩართული ბრძოლაში ჩაებნენ. რუსების შეტევა შეჩერდა. იუნიკერებმა ზურგიდან დაარტყეს მტერს და უკუაქციეს. მტრის ტყვიამფრქვევის ხელში ჩაგდებისას გმირულად დაეცა იუნკერი შალვა ერისთავი. დღის ბოლომდე სამხედრო სკოლამ რუსების ყველა იერიში მოიგერია და მხოლოდ უკან დახევის საერთო ბრძანების შემდეგ დატოვა პოზიციები. კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში სამხედრო სკოლამ 2 ოფიცერი და 10 იუნკერი დაკარგა. დაჭრილი აღმოჩნდა 7 ოფიცერი და 43 იუნკერი. ნაცვალთა ათასეულის დაჭრილ დახოცილთა რაოდენობამ დაახლოებით 40 პროცენტს მიაღწია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება