შალვა გაბელაია
გიორგი ჟორდანია (დ. 17 თებერვალი, 1932, სოხუმი — გ. 1996) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1959 წელს დაამთარა ქალაქ სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი და მიენიჭა მშენებელ-ტექნიკოსის კვალიფიკაცია 1959 წელს. 1965 წელს კი ქალაქ ლენინგრადის სამშენებლო საინჟინრო ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით.
1960 წლიდან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №6 სამშენებლო ტრესტის №3 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად. დაინიშნა ზემოაღნიშნული სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად 1972 წელს. 1975 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქალაქ სოხუმის მშენებარე სახლმშენებელი კომბინატის დირექტორად. 1976 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ქალაქ თბილისში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში. ოყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო ტრესტის თბილისის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი. მუშაობდა საქართველოს სპორტის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის სამშენებლო სამმართველო "საქსპორტმშენის" განყოფილების უფროსად 1977 წლიდან, ხოლო 1979 წლიდან მუშაობა დაიწყო საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" სამშენებლო სამმართველო "საქნავთობმშენში", ჯერ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ კი უფროს სამუშაოთა მწარმოებლად. აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, ასევე გაერთიანება "საქნავთობის" საწარმოო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 75