შალვა ბარჯაძე

ქართველი ზოოლოგი, ენტომოლოგი

შალვა ბარჯაძე (დ. 5 დეკემბერი, 1980)[3] — ქართველი ზოოლოგი (ენტომოლოგი). ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (2005), დოქტორი.

შალვა ბარჯაძე
დაბ. თარიღი 5 დეკემბერი, 1980(1980-12-05)[1] (43 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო[1]
საქმიანობა ენტომოლოგი
მუშაობის ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი

2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით. 2004 წელს კი — ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა ეკოლოგიის სპეციალობით. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მდინარეების ძამას, ტანასა და თეძმის ხეობების ბუგრების (Hemiptera: Aphidoidea) ფაუნა და ეკოლოგია“. 2001 წლიდან მუშაობს ზოოლოგიის ინსტიტუტში. 2016 წელს უხერხემლო ცხოველთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა. 2013–2017 წლებში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში იყო ასისტენტ-პროფესორი ენტომოლოგიის მიმართულებით. 2017–2019 წლებში — ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2019 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი უხერხემლოთა ზოოლოგიის მიმართულებით ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტში.[4]

სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ბუგრებისა და კუდფეხიანების ტაქსონომია, ბიომრავალფეროვნება და ფილოგენეზი; მღვიმეების უხერხემლო ცხოველთა ბიოლოგია, ეკოლოგია და კონსერვაცია.[4] გამოქვეყნებული აქვს 86 [წყარო არ არის მითითებული 1014 დღე] სამეცნიერო პუბლიკაცია.

  1. 1.0 1.1 https://faculty.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/02/Shalva-Barjadzes-CV.docx
  2. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  3. საქართველოს კარსტული მღვიმეების უხერხემლო ცხოველთა ბიომრავალფეროვნება. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2020.
  4. 4.0 4.1 შალვა ბარჯაძე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-04. ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2020.