შალვა ახალკაცი
შალვა ანდრიას ძე ახალკაცი (დ. 16 იანვარი [ძვ. სტ. 3 იანვარი] 1902, სოფ. დვანი, ქარელის რაიონი — გ. 31 დეკემბერი, 1979, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, სამელიორაციო საქმის ერთ–ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1960).
შალვა ახალკაცი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1 აპრილი, 1902 დვანი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
31 დეკემბერი, 1979 (76 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
საქმიანობა | ინჟინერი |
1929 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1924–1926 წლებში მუშაობდა ზაჰესის მშენებლობაზე და „საქსწყალსახპროექტში“. მისი მონაწილეობით დაპროექტდა ქვემო ალაზნის და ზემო სამგორის სარწყავი სისტემები (1941–1945), ასევე სიონის წყალსაცავის პროექტი და ბულაჩაურის წყალსადენი (1946–1977).
1962–1977 წლებში მუშაობდა „საქწყალსახპროექტის“ მთავარ ინჟინრად და დირექტორის მოადგილედ. სხვადასხვა დროს იყო ენგურისა და ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ექსპერტი და კონსულტანტი. 1977 წელს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო — ლენინის ორდენი.