შავი ზღვის სტავრიდა

შავი ზღვის სტავრიდა (ლათ. Trachurus mediterraneus) — თევზი სტავრიდასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის მაქსიმალური სიგრძე 60 სმ აღწევს, ჩვეულებრივ 30 სმ სიგრძისაა. პელაგიური სუბტროპიკული თევზია. გვერდითი ხაზი დაფარულია ძვლოვანი ფირფიტებით. დიდი თავი აქვს. პირი დიდია, სასრული. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ბისკაიის ყურიდან მავრიტანიამდე. გვხვდება მარმარილოს, შავ და აზოვის ზღვებში. მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია.

შავი ზღვის სტავრიდა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Trachurus mediterraneus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 198645

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება