შავი ამური (ლათ. Mylopharyngodon piceus) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. Mylopharyngodon-ს გვარის ერთადერთი წარმომადგენელი. აქვს წაგრძელებული სხეული. აქვს სქელი ქერცლი. ზურგი თითქმის შავია, მუცელი შედარებით ღია. გავრცელებულია ამურის აუზში. სხეულის სიგრძე 120 სმ-მდე აღწევს, წონა — 30 კგ-მდე. ტოფობს ივნის-ივლისში. იკვებება მოლუსკებით. ძვირფასი თევზია, მცირერიცხოვანია, რის გამოც არ აქვს სარეწაო მნიშვნელობა.

შავი ამური

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mylopharyngodon piceus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 166112

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 410-411.
  • Лебедев В. Д., Спановская В. Д., Савваитова К. А., Соколов Л. И., Цепкин Е. А. Рыбы СССР. — М.: Мысль, 1969.