შავზურგა ქაშაყი (ლათ. Alosa kessleri) — თევზი ქაშაყისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 50 სმ, მასა — 1,8 კგ აღწევს. გამსვლელი თევზია. ტოფობს ივნის-ივლისში. იზამთრებს კასპიის ზღვის სამხრეთით, გაზაფხულზე აქედან მიემართება კასპიის ზღვის დასავლეთით და სატოფოდ მდინარე ვოლგაში შედის. ძვირფასი სარეწაო ობიექტია — მსუქანია და საამო საჭმელია. მისი რეწვა ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც დაიწყება ტოფობისათვის მიგრირება.

შავზურგა ქაშაყი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Alosa kessleri
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 135537

ლიტერატურა

რედაქტირება