ნოდარ ყიფშიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ყიფშიძე, ნოდარ)

ნოდარ ყიფშიძე (დ. 12 ოქტომბერი, 1923, თბილისი — გ. 11 ივნისი, 2016) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1952), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964). თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1952-1957 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის დოცანტი. 1957–1959 წლებში გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციის ბიოლოგიის და ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, გულ–სისხლძარღვთა დაავადების ექსპერტი. 1960 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტად (ახლანდელი თერაპიის ინსტიტუტის ცენტრი), რომლის დირექტორი იყო 1999 წლამდე. 1963-1965 წლებში მივლინებით იმყოფებოდა ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბიოლოგიური ფარმაკოლოგიის და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 1966 წელს თბილისში მისი თაოსნობით დაარსდა სპეციალიზებული კარდიოლოგიური განყოფილება. მისი შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და გერმანულ ენებზე. ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა და 18 მონოგრაფიის.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • ამერიკის კარდეოლოგიური კოლეჯი, წევრი (1995-)
  • გერმანიის თერაპიული და კარდეოლოგიური სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1982-)
  • ნიუ–იორკის სამედიცინო აკადემია, წევრი (1994-)
  • რუსეთის სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი (1990-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
  • სსრკ სამედიცინო სამეცნიერო აკადემია, აკადემიკოსი (1988-)
  • სსრკ სამედიცინო სამეცნიერო აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1975-)
  • შვედეთის სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოება, წევრი (1966-)

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1966, 1970შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1980 — სსრკ სამედიცინო აკადემიის ალექსანდრე მიასნიკოვის სახელობის პრემია
  • 1981 — საქართველოს სახელმწიფო პრემია, მიოკარდიის მწვავე ინფარქტის დიაგნოსტიკისა და გამოცდილების დანერგვისათვის თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში
  • 1988 — ღირსების ორდენი
  • 1989 — სსრკ სახელმწიფო პრემია, გულის იშემიური დაავადების ჰელი-ნეონის ლაზერის სხივებით მკურნალობის მეთოდის დამუშავებისათვის
  • 2003 — აკადემიკოს ევგენი ჩაზოვის სახელობის „ოქროს მედალი“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება