ყირგიზეთის ქედი
ყირგიზეთის ქედი (ყირგ. Кыргыз Ала-Тоо; ყაზახ. Қырғыз Алатауы) — ქედი ყირგიზეთში; დასავლეთი ნაწილი განფენილია ყაზახეთის საზღვართან. სიგრძე 375 კმ. სიმაღლე 4875 მ (მთა დასავლეთი ალამედინი). გადაჭიმულია მდინარე ჯამბულიდან მდინარე ჩუს ხეობამდე. აგებულია დანალექი და მეტამორფული ქანებით, პორფირიტებით, გრანიტებით. ჩრდილოეთი კალთა შედარებით ციცაბო და წაგრძელებულია, ვიდრე სამხრეთი. კალთებზე 2500 მ-მდე სტეპი და ტყეებია, მაღლა — სუბალპური და ალპური მდელოები, 3700 მ-ის ზევით — თოვლნარი და მყინვარები. გამყინვარების ფართობი აღწევს 223 კმ².
ყირგიზეთის ქედი | |
---|---|
ყირგიზეთის ქედი | |
კოორდინატები: 42°30′ ჩ. გ. 74°35′ ა. გ. / 42.500° ჩ. გ. 74.583° ა. გ. | |
ქვეყანა | ყირგიზეთი ყაზახეთი |
უმაღლესი წერტილი | დასავლეთი ალამედინი |
სიმაღლე | 4875 მ |
სიგრძე | 375 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ყირგიზეთის ქედი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)