ყილხოხი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში და ჩრდილოეთ ოსეთში
ყილხოხი — კლდოვანი მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ქეშელთის სათავეებში, მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედის სამხრეთ ტოტზე, მდინარე ზეკარისწყლისა და თხელას წყალგამყოფზე, მწვერვალ ბრუტსაბძელის დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 3300 მ. აგებულია ზედაიურული ფიქლებით. დამახასიათებელია კლდოვანი და ალპური მდელოების ლანდშაფტი.
ყილხოხი | |
---|---|
კოორდინატები: 42°32′56″ ჩ. გ. 43°57′58″ ა. გ. / 42.54889° ჩ. გ. 43.96611° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 3300 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
ლანდშაფტი | კლდოვანი და ალპური |
ამგებელი ქანები | ფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 643.