ულიუნგური

(გადამისამართდა გვერდიდან ყიზილბაშის ტბა)

ულიუნგური (ჩინ.: 乌伦古湖) — გაუდინარი ტბა ჩინეთში, სინძიანის ავტონომიური რეგიონის ტერიტორიაზე. მდებარეობს ჯუნგარის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 468 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 895 კმ², მაქსიმალური სიღრმე 12 მ.[2] წარსულში ერთიან წყალსატევს ქმნიდა ბაგა-ნურის ტბასთან, რომელთანაც ამჟამად ფშანითაა დაკავშირებული. საზრდოობს მდინარე ურუნგუს წყლებით. ნაპირები უდაბურია, ადგილ-ადგილ მლაშობები და ლერწმის რაყებია. წყალი სუსტად მარილიანია. ზამთარში იყინება. მდიდარია თევზით; მოიპოვება ჩვეულებრივი ქაშაპი, ლოქორია, კარჩხანა, ქორჭილა, ციმორი და ციმბირული ნაფოტა.[1] ზამთრის პერიოდში განვითარებულია თევზჭერა ყინულჭრილში. მდიდარია პლანქტონით.[2]

ულიუნგური
ულიუნგურის თანამგზავრული სურათი
ულიუნგურის თანამგზავრული სურათი
კოორდინატები: 47°15′00″ ჩ. გ. 87°15′00″ ა. გ. / 47.25000° ჩ. გ. 87.25000° ა. გ. / 47.25000; 87.25000
მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული სინძიანი
სიმაღლე ზღვის დონიდან 468 
ფართობი 895 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 12 
ულიუნგური — ჩინეთი
ულიუნგური
  1. 1.0 1.1 Улюнгур | Большая советская энциклопедия
  2. 2.0 2.1 Xinjiang. Xinjiang Photographic Art Press, 1987