ყიზილაღაჯის ყურე
ყიზილაღაჯის ყურე (აზერ. Qızılağac körfəzi)[1] — ყურე აზერბაიჯანში, კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან. ფართობი 460 კმ², ხოლო სიღრმე 2 კმ-ს შეადგენს. წყლის ფრინველებს ემსახურება გამოსაზამთრებლად. ყურის აკვატორია შედის ყიზილაღაჯის ნაკრძალის შემადგენლობაში.[2]
ყიზილაღაჯის ყურე | |
---|---|
სურათი თანამგზავრიდან. 2010 წელი. | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | კასპიის ზღვა |
გეოგრაფიული კოორდინატები | 39°03′00″ ჩ. გ. 49°03′00″ ა. გ. / 39.05000° ჩ. გ. 49.05000° ა. გ. |
ფართობი | 460 კმ² |
უდიდესი სიღრმე | 2 მ |
სიგრძე | 28 კმ |
სიგანე | 3 კმ |
კუნძულ(ებ)ი | მტკვრის კუნძული, სარას ნახევარკუნძული |
სახელწოდება
რედაქტირებაყურე პირველად რუკაზე 1720 წელს დაიტანეს და უწოდეს ყიზილ-აღაჯი, მასში ჩამდინარე მდინარე ყიზილაღაჯჩაის (რაც თარგმანში „ოქროს ხის მდინარე“ ნიშნავს) მიხედვით. 1935 წელს საბჭოთა პარტიის ლიდერის, სერგეი კიროვის სახელის მიხედვით ყურეს შეუცვალეს სახელი და კიროვის ყურე უწოდეს.
1991 წელს, ყურეს ძველი სახელი დაუბრუნეს.
აღწერა
რედაქტირებაყიზილაღაჯი მდებარეობს აღმოსავლეთით, მტკვრის კუნძულსა და დასავლეთით, სარის ნახევარკუნძულს შორის. ყურის სიგრძეა 28 კმ, ფართობი — 460 კმ². მაქსიმალური სიღრმე — 2 მეტრი. სანაპირო დაბალი და ჭაობიანია. შედის ყიზილაღაჯის ნაკრძალის შემადგენლობაში და ემსახურება წყლის ფრინველებს გამოსაზამთრებლად (გედები, იხვები, ვარხვისებრნი, ფლამინგო).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Азербайджан: Общегеографическая карта / сост. и подгот. к изд. ПКО «Картография» в 2005 г.; гл. ред. Г.В. Поздняк; ред. Г.Ф. Кравченко, Н.Р. Монахова. — 1:750 000, 7,5 км в 1 см. — М., 2005 (М.: ПКО «Картография»). — ISBN 5-85120-235-1
- ↑ КЫЗЫЛАГАЧ. Большой Энциклопедический словарь. 2000.