ყველისსოკო (ლათ. Panus rudis) — ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა რიგისა. ქუდის დიამეტრია 2-8 სმ, ზედაპირი დაფარულია ჯაგრისებრი ბეწვებით; მეტწილად ძაბრისებრია, ზოგჯერ გართხმული, მოყვითალო-მოწითალო ან ყავისფერი, წვიმიან ამინდში — მოიისფრო.

ყველისსოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  აბედასნაირნი
ოჯახი:  აბედოვანნი
სახეობა:  ყველისსოკო
ლათინური სახელი
Panus rudis, Lentinus strigosus

ქუდის ქვედა მხარეს დაღმავალი ფირფიტებია განვითარებული. ფეხი ხშირბუსუსიანია, ქუდის ფერი. იზრდება ჯგუფებად გამხმარ და დამპალ ხეებზე, განსაკუთრებით წიფელზე, გაზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად ვარგისია მხოლოდ ნორჩი; გამხმარი და დაფქული იხმარება ყველის ამოსაყვანად (კვეთის მაგივრად). ყველისსოკო პირველად აიღწერა მიკოლოგის ლუის დევიდ შვაინიცის მიერ 1822 წელს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში კაციყურასაც უწოდებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება