ყვარლის ყვავიჭამია
ყვარლის ყვავიჭამია — ეკლესია და არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ქალაქ ყვარლის მიდამოებში, 3.5 კილომეტრზე, ტყეში. თარიღდება შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. იგი დაზიანებულია: მონგრეულია გარეთა კუთხეები, ჩამოშლილია ლავგარდანი, მთლიანად აყრილია სახურავის საფარი.
შესასვლელი დასავლეთითაა. კარი კედლის ღერძიდან ოდნავ ჩრდილოეთითაა გადაადგილებული. იგი გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი თარაზულადაა გადახურული.
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც გაჭრილია ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელი. სარკმლის ჩრდილოეთით მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა, თითო ოთხკუთხა სარკმელი დასავლეთ კედლის ღერძზე და ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილშიცაა. ამ კედლებში ასევე თითო ოთხკუთხა ნიშაა მოწყობილი.
დარბაზი გადახურულია ქარგილზე სხმული ცილინდრული კამარით.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 346.