ყვარლის ჯვარპატიოსნის პირველი ეკლესია

ყვარლის ჯვარპატიოსნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ქალაქ ყვარელში, ვ. მამულიშვილის კუთვნილ ვენახში. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,7x5,6 მ), ნაგებია ყორე ქვით. ერთადერთი, შიგნიდა და გარედან ბრტყლად გადახურული შესასვლელი დასავლეთიდანაა, აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია, რისი სიღრმეც სარბაზის სიგრძის ტოლია, აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა, მსგავსი თითო სარკმელი, ერთმანეთის პირდაპირ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა. აფსიდი გადახურულია აგურით ნაწყობი კონქით, რომლის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა. დასავლეთით პილასტრებზე გადაყვანილი კედლის თაღია. ეკლესიის დარბაზი უჩვეულოდ მოკლეა, გადახურულია აგურის ნახევარცილინდრული კამარით. იატაკი მოგებულია ქართული აგურით. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების ფრონტებში გამოსახულია თითო შეღრმავებული ჯვარი. კედლები დასრულებულია აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით, შენობა გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება