ყაფანდარი
ყაფანდარი — მესასწორე, მწონავი შუა საუკუნეების თბილისში. ყაფანი (სპარსულად ყაფან-სასწორი) იდგა ბაზრის წინ და ყაფანდარი წონიდა ყოველგვარ საქონელს, რაშიც საქონლის პატრონი ქირას უხდიდა (მაგალითად 1 საპალნე ფქვილის, ქერის, ბრინჯის და სხვა აწონაში 1 ბისტი, ანუ 2 თეთრი უნდა გადაეხადათ). ყაფანდარი ქირას იღებდა ბაზარში შესული ისეთ საქონელზეც, რომლის აწონა არ ხდებოდა. მაგალითად ბაზარში გასაყიდათ მოყვანილ ცხენსა და ჯორზე ყაფანდარი ერთ აბაზს იღებდა, აქლემზე — 14 შაურს, ძროხაზე — ერთ შაურს. ყაფანდარის შემოსავლის ნაწილი ქალაქის მოხელეთათვის იყო განკუთვნილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 910