ბისთი
(გადამისამართდა გვერდიდან ბისტი)
ბისთი[1], ბისტი[2], ბიშტი[2] — სეფიანთა ირანში XV საუკუნის ბოლოს შემოღებული სამონეტო სისტემის უმცირესი ნომინალი (ნომინალური წონა 0,93 გრ), შეიცავდა 20 დინარს. ჭრიდნენ ვერცხლისა და სპილენძისაგან სადღესასწაულო დღეებში მოწყალების გასაცემად. იჭრებოდა ნახევარი და მეოთხედი ბისთის ღირებულების მონეტებიც.
მოხსენიებულია ქართულ წყაროებშიც. ცნობილია თბილისის ზარაფხანაში ერეკლე II-ის დროს მოჭრილი ბისთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 415.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 443.