აბაზი
აბაზი — ქართული ფულის ერთეული, ვერცხლის მონეტა. შემოიღო ირანში აბას I-მა (აქედან სახელწოდება). აბაზი სწრაფად გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ, საქართველოში. აბას I-ის დროინდელი აბაზის წონა 7,8 გ–ს უდრიდა (XVIII საუკუნის ბოლოს 3 გ-მდე შემცირდა). შეიცავდა 2 მაჰმუდს (უზალთუნს). აბაზის შუბლზე წარწერილი იყო შაჰის სახელი, ტიტულატურა, მოჭრის ადგილი და დრო, ზურგზე — რელიგიის ფორმულა. საქართველოში აბაზს ჭრიდნენ XVII საუკუნის I მეოთხედიდან XVIII საუკუნის მიწერულამდე. რევოლუციამდელ და საბჭოთა საქართველოში „აბაზი“ ზოგჯერ ოცი კაპიკის აღმნიშვნელ სიტყვად იხმარებოდა. დღესაც აბაზი, არცთუ იშვიათად, 20 თეთრის აღმნიშვნელ ტერმინად იხმარება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებააბაზი ვიქსიკონში |
ლიტერატურა
რედაქტირება- კაპანაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 11-12.
- კაპანაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 11.