თინათინ ყაუხჩიშვილი

ქართველი ფილოლოგი
(გადამისამართდა გვერდიდან ყაუხჩიშვილი, თინათინ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყაუხჩიშვილი.

თინათინ ყაუხჩიშვილი (დ. 10 მაისი, 1919, თბილისი — გ. 2011, იქვე) — ქართველი მეცნიერი და ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,[1] პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1975), სიმონ ყაუხჩიშვილის შვილი.[2]

თინათინ ყაუხჩიშვილი
დაბ. თარიღი 10 მაისი, 1919(1919-05-10)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 2011
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ფილოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მამა სიმონ ყაუხჩიშვილი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენი და სიმონ ყაუხჩიშვილის პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 1945–1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1999 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს ეროვნული აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.

მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა ბერძნულ ეპიგრაფიკას, ანტიკურ წყაროებს საქართველოს შესახებ, ასევე ანტიკურ ლიტერატურას, კერძოდ, ძველბერძნულ ენას. არის 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კითხულობდა ლექციებს თბილისის, ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), იენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში.

არის საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1975) და ღირსების ორდენის კავალერი (1999). ასევე მიღებული აქვს სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია (2008).[3]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
  1. თინათინ ყაუხჩიშვილი. Feminism-boell.org. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2019.[მკვდარი ბმული]
  2. ხსოვნა: აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილი. საქართველოს რესპუბლიკა. ქართული პრესის ელექტრონული არქივი (1 აპრილი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2019.
  3. თინათინ ყაუხჩიშვილის ხსოვნა. „საქართველოს რესპუბლიკა“. science.org.ge (1 აპრილი, 2011). ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2019.