ყალადარის ნამოსახლარები
ყალადარის (კადირდაღის) ნამოსახლარები — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს შირაქის ველის სამხრეთ განაპირას ყალადარის მთაზე. აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას. ნამოსახლარებს შორის საშუალო მანძილი 1-1.5 კილომეტრია. ხუთინამოსახლარიდან 3 ოვალურია. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოთი. ნამოსახლარები თავმოსწორებულ გორებზეა გამართული. ზოგ მათგანზე ჩანს სათავსისი კვალი.
მეოთხე, წრიული ფორმის ნამოსახლარი მცირე ზომისაა. სამი მხრიდან ფეერდობებითაა შემოსაზღვრული, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი მიმდებარე რელიეფს ებმის. ნამოსახლარს აქვს სათავდაცვო თხრილი.
მთის აღმოსავლეთ ნაწილში, დავაკებაზე, გამოვლინდა მეხუთე ნამოსახლარი, რომელიც აკონტროლებდა როგორც დიდ ისე პატარა შირაქის ველებს. ნამოსახლარს სამხრეთ მხრიდან ცეცაბო ფერდობები შემოსდევს, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი იგი გაშლილ ველზე გადადის.
ძეგლი მრავალფენიანია. დადასტურებულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის, ანტიკური და შუა საუკუნეების მასალა.
დავაკების გაყოლებით, ვიწრო ზოლად, ძეგლისთვის დამახასიათებელი ციტადელია, რომლისზედაპირი ზოგან შუა საუკუნეების სათავსებითაა დაზიანებული. ციტადელის ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოუყვება საკუთარი ზღუდის მქონე ქვედა დასახლება (სიგ. 100-150 მ). აქ აღმოჩენილი ღრმულები სათავსების არსებობის მიმანიშნებელი უნდა იყოს.
ზედაპირულად აკრეფილი მასალა ინახება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 275.