ყაზახეთის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრი
აბაის სახელობის ყაზახეთის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრი (ყაზახ. Абай атындағы қазақ мемлекеттік академиялық опера және балет театры) — ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ქალაქ ალმათში, რომელიც აბაი კუნანბაევის სახელს ატარებს. ის პირველი პროფესიული მუსიკალური თეატრია, რომელიც გაიხსნა ყაზახეთში და ერთ-ერთი წამყვანი საოპერო თეატრია რესპუბლიკაში. ის ქალაქ ალმათის ერთ-ერთ ცნობილ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
ყაზახეთის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრი | |
---|---|
ყაზახ. Абай атындағы қазақ мемлекеттік академиялық опера және балет театры | |
ზოგადი ინფორმაცია | |
არქიტექტურული სტილი | კლასიციზმი |
ქვეყანა | ყაზახეთი |
ქალაქი | ალმათი |
მდებარეობა | ალმათი |
კოორდინატები | 43°14′56″ ჩ. გ. 76°56′45″ ა. გ. / 43.24889° ჩ. გ. 76.94583° ა. გ. |
დაიწყო | 1934 |
საიტი | |
https://www.gatob.kz/ |
ამჟამად თეატრის ძირითადი მიმართულებაა: ხელოვნების ნიმუშების ორგანიზება და წარმოება, რომელიც ყაზახეთის კულტურული პოლიტიკის გამტარებელია და ამაღლებს ხალხის კულტურულ დონეს საოპერო და საბალეტო ხელოვნებაში; ეროვნული და საერთაშორისო კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; სახელმწიფო პროგრამის მიხედვით ახალგაზრდებისთვის ოპერისა და ბალეტის კლასიკოსების ოსტატების გაცნობა. თეატრის შემოქმედებით ჯგუფში შედიან გამოცდილი სცენის ოსტატები და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების ახალგაზრდა ნიჭიერი ლაურეატები, რომელთა სახელები მთელ მსოფლიოშია ცნობილი. სცენის ოსტატებს ტრიუმფით ხვდებოდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, თურქეთი, ჩინეთი, აშშ.
თეატრის ისტორია
რედაქტირებაყაზახეთის სსრ-ის განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის 1933 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ალმა-ათაში შეიქმნა მუსიკალური სტუდია, რომელშიც 50 მსახიობი, 20 სიმფონიური და 12 ეროვნული ორკესტრის მუსიკოსი იყო გაერთიანებული.
1934 წლის 13 იანვარს გაიმართა პირველი წარმოდგენა მუსიკალური კომედიისა „აიმან-შოლპანი“. სპექტაკლი მუხთარ აუეზოვის პიესის მიხედვით მუსიკალური სტუდიის ძალებით დაიდგა და განათლების სახალხო კომისარიატის მიერ შეფასდა როგორც: „…ყაზახეთის პირველი მუსიკალური ოპერისა და ბალეტის თეატრის დაბადება“.
1941 წლის 7 ნოემბერს თეატრმა ახალ შენობაში პირველი სპექტაკლი გამართა. ამავე წელს თეატრმა მიიღო აკადემიურის სტატუსი, 1945 წელს კი მას აბაის სახელი მიენიჭა. 1959 წელს ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის თეატრი დაჯილდოვდა ლენინის ორდენით.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე თეატრი ყაზახეთის სსრ-ის კულტურის სამინისტროს მმართველობაში შედიოდა. შემდეგ მმართველობის უფლება ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტომ აიღო. ამჟამად თეატრს ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგებს.
2020 წლის 19 დეკემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, თეატრს „ეროვნულის“ სტატუსი მიენიჭა.[1]
თეატრის შენობა
რედაქტირებაშენობის მშენებლობა 1936 წელს დაიწყო მოსკოველი არქიტექტორის ნ. კრუგლოვის პროექტის მიხედვით და 1941 წელს დასრულდა არქიტექტორების - ნ. პროსტაკოვისა და ტ. ბასენოვის მიერ. პირველი სპექტაკლი ახალ შენობაში 1941 წლის 7 ნოემბერს შედგა.
1995 წლის ივნისიდან 2000 წლის ბოლომდე თეატრში განხორციელდა გენერალური რეკონსტრუქცია. შენარჩუნდა ძირითადი არქიტექტურული სტილი, დეკორი და ძირითადი აღნაგობის მხატვრული გადაწყვეტა. დაემატა თანამედროვე ცალკეული ელემენტები.
თეატრის დასავლეთ სკვერში ცნობილი ყაზახი აკინის - ჯამბულ ჯაბაევის ბიუსტია, რომელიც 1971 წელს დაიდგა. თეატრის წინ განთავსებულია მუხთარ აუეზოვის ბიუსტი და ფანტანები.
თეატრის მუზეუმი
რედაქტირება2016 წლის მარტში შენობაში გაიხსნა თეატრალური მუზეუმი. მისი შექმნა შედეგია თეატრის თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობის წარმატებული თანამშრომლობისა მეცენატ მარგულან სეისემბაევთან და დოსიმ სატპაევის კერძო ფონდთან.
აბაის სახელობის ყაზახეთის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრი ერთ-ერთი უძველესი თეატრია ყაზახეთში, სადაც ქვეყნის კულტურული ცხოვრების ისტორია ათეული წლების განმავლობაში იქმნებოდა. ამ ისტორიის ფურცლების ნახვა შესაძლებელია თეატრის მუზეუმის რამდენიმე უნიკალურ ექსპოზიციაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, იშვიათი საარქივო ფოტო-დოკუმენტაციაა, რომელიც დაკავშირებულია თეატრის დამფუძნებლების საქმიანობასთან. მუზეუმში შესაძლებელია ასევე თეატრალური კოსტიუმების, ესკიზების, ცნობილი სპექტაკლების რარიტეტული აფიშების ნახვა.
გალერეა
რედაქტირება-
შენობის ხედი ახლოდან
-
შენობის საერთო ხედი
-
სსრკ-ს საფოსტო მარკა
-
თეატრის შენობა გამოსახული ყაზახეთის ფულად ნიშანზე (მიმოქცევაში იყო 2006-2016 წლებში)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ყაზახეთის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრი
- ყაზახეთის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრის საიტი დაარქივებული 2023-11-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Театру оперы и балета имени Абая присвоили статус национального. ციტირების თარიღი: 2021-01-13