ყადირ შერვაშიძე
ყადირ შერვაშიძე (დ. 29 ივნისი, 1887, ქედა, ბათუმის ოლქი — გ. 8 მაისი, 1919) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ყადირ შერვაშიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 29 ივნისი, 1887 |
დაბ. ადგილი | ქედა |
გარდ. თარიღი | 8 მაისი, 1919 (31 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაყადირ შერვაშიძე დაიბადა 1887 წლის 29 ივნისს, ბათუმის ოლქის სოფელ ქედაში. დაამთავრა ტფილისის კლასიკური გიმნაზია 1909 წელს.
1897-1899 წწ. სწავლობდა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის მოსამზადებელ განყოფილებაში. 1905 წლის რევოლუციის დროს ბათუმში აქტიურად მონაწილეობდა მოსწავლეთა გამოსვლებში, რის გამოც სხვებთან ერთად დააპატიმრეს და გიმნაზიიდან "მგლის ბილეთით" გარიცხეს. 1909 წელს ჩაირიცხა დორპატის (იურიევის, ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე; იყო ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წევრი, მონაწილეობდა სტუდენტთა მოძრაობაში, რის გამოც 1910 წელს დააპატიმრეს და სახელმწიფო სტიპენდია გაუუქმეს. 1916 წლიდან მუშაობდა "ავადმყოფ და დაჭრილ მებრძოლთა დახმარების სრულიად რუსეთის ერობათა კავშირის" რწმუნებულად ბათუმში. 1917 წლის თებერვალში გახდა ბათუმში დაარსებული "ქართველ მუსლიმთა კომიტეტის წევრი". 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა ამიერკავკასიის ერობათა რწმუნებულად ბათუმის ოლქში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. დაჯილდოვდა ქართული ლეგიონის თამარ მეფის ორდენით. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გერმანიაში გაგზავნილი დელეგაციის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 422.