ყაბარდო-ბალყარეთის ნაკრძალი

ყაბარდო-ბალყარეთის ნაკრძალი (რუს. Кабардино-Балкарский) — განსაკუთრებულად დაცული ნაკრძალი რუსეთში, კავკასიონის მთავარ ქედზე. მოიცავს ევროპის ყველა იმ მთას, რომელთა სიმაღლე 5 000 მეტრს აღემატება, გარდა იალბუზისა და მყინვარწვერსა. ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს ცნობილი ბეზენგის კედელი, რომელიც გისტოლას (4859 მ.), კატინაუს (4858.8 მ.) ჯანღას (5058 მ.), აღმოსავლეთ ჯანღას (5033 მ.) და შხარა 5068 მ.) მოიცავს. ნაკრძალის საზღვარში 256 მყინვარი მდებარეობს. ნაკრძალი ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, ჩერეკსკის რაიონში მდებარეობს. შეიქმნა 1976 წელს და მოიცავს 82 507 ჰექტარ ტერიტორიას.[1][2]

ყაბარდო-ბალყარეთის ნაკრძალი

ტოპოგრაფია

რედაქტირება
 
ყაბარდო-ბალყარეთის ნაკრძალი

ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს მთებს, რომელთა სიმაღლე 1800-დან 5204 მეტრამდეა. ნაკრძალის 60% ალპურ ზონას მიეკუთვნება.[1] ტერიტორია სამ ქედს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთისგან მდინარე ჩეგამის, ჩერეკ-ბეზენგისა და ჩერეკ-ბალყარის ღრმა მდინარეებითაა გამოყოფილი. უკიდურეს დასავლეთ ქედს კარგაშილსკის ქედი ეწოდება.[2]

კლიმატი და ეკორეგიონი

რედაქტირება

ყაბარდო-ბალყარეთი კავკასიის შერეული ტყეების ეკორეგიონს მიეკუთვნება. ეკორეგიონი შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის კავკასიონის მთიანეთს მოიცავს. აქ გვხვდება სახეობათა ედემიზმისა და მრავალფეროვნების მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი: ტრაქეოფიტების 23% და ხერხემლიანთა 10%.[3]

ყაბარდო ბალყარეთის ნაკრძალი ნოტიო კონტინენტური კლიმატის სარტყელშია (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია). ეს კლიმატი ტემპერატურის ცვლილებებით გამოირჩევა, როგორც დღიური, ისე სეზონური მახასიათებლებით: ზაფხული რბილია,ხოლო ზამთარი ცვიდი და თოვლიანი.[4] ნაკრძალში კლიმატი დიდწილად განპირობებულია სიმაღლებრივი ამპლიტუდით: 2000 მეტრზე იანვარში მინიმალური ტემპერატურა -30 C-ს აღწევს, ხოლო 4 000 მეტრის სიმაღლეზე მინიმალურმა ტემპერატურამ -50 C-ს შეიძლება მიაღწიოს.[2]

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება
 
დასავლეთ კავკასიური თხა-ანტილოპები ყაბარდო-ბალყარეთის ნაკრძალში

ნაკრძალის ტერიტორიაზე, ნივალურ ზონაში, 3600 მეტრზე მაღლა მცენარეულობა არ გვხვდება. სუბ-ნივალურ ზონაში, 3000-დან 3500 მეტრზე ტუნდრის მცენარეულობა ხარობს: ლიქენი, ტირიფი და ფხიჯა. 2300-3000 მეტრზე ალპური მდელოების 30 სმ-ის ბალახები ხარობს. სუბ-ალპურ ზონაში, 1400-დან 2600 მეტრამდე როდოდენდრონები, მურყანი და თხილია გავრცელებული. ქვედა სარტყელში ფოთლოვანი ტყეებია, ხოლო 1000 მეტრამდე ზონაში ფიჭვი, არყა და მუხა ხარობს.[5]

ნაკრძალის ტერიტორიაზე, ჩეგამისა და ბეზენგის ხეობებში საფრთხის ქვეშ მყოფი დასავლეთ კავკასიური თხა-ანტილოპის ორი სუბ-სახეობა ბინადრობს. ნაკრძალის ტერიტორიაზე ბინადრობს მელა, ჯაკალი, გარეული კატა, კვერნა და მღრღნელების, ბიგასებრნთა და ღამურათა რამდენიმე სახეობა. ნაკრძალის ტერიტორიაზე ერთადერთი სახეობის თევზი, კალმახი ბინადრობს.[5]

ეკოტურიზმი

რედაქტირება
 
საქართველოს მხრიდან დანახული ბეზენგის კედელი

ყაბარდო-ბალყარეთის ნაკრძალი განსაკუთრებულად დაცული ნაკრძალების რიცხვს მიეკუთვნება და საზოგადოებისთვის დიდწილად დაკეტილია. მისი მონახულება მხოლოდ მეცნიერებისთვის და „გარემოსდაცვითი განათლების მიღების“ მიზნით მიწვეული სტუმრებისთვისაა შესაძლებელი. მთავარი ოფისი ქალაქ კაშხათაუში მდებარეობს.

ნაკრძალის ტერიტორიაზე რამდენიმე „ეკოტურისტული მარშრუტია“ მოწყობილი, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ნებართვის მიღება აუცილებელია. მთავარტურისტულ მარშრუტებს შორის ყველაზე პოპულარულია: ბეზენგის მყინვარისკენ მიმავალი ბილიკი, რომელზეც საინფორმაციო დაფებით და პლაკატებია განთავსებული. დაკვირვებისთვის სპეციალური კოშკებია აშენებული. ბილიკი ხუ ჩუხურის ჩანჩქერზე გადის. მიჯირღის ბილიკი სამკილომეტრიანი ბილიკია, რომელიც მიირღის მყინვარის ძირში მდებარე ტბისკენ მიდის. ნარზანის ბილიკის მეშვეობით ვიზიტორებს ჩეგამის ტყის გამოკვლევა და ბუნებრივი მინერალური წყლების ნახვა შეუძლიათ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Kabardino-Balkarski Zapovednik (Official Site) ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 11, 2016. ციტირების თარიღი: January 21, 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 Kabardino-Balkarski Zapovednik ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). ციტირების თარიღი: January 21, 2016.
  3. Caucasus mixed forests. Encyclopedia of Earth. ციტირების თარიღი: January 24, 2016.
  4. Climate of Kabardino-Balkarski. GlobalSpecies.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 25, 2019. ციტირების თარიღი: January 21, 2016.
  5. 5.0 5.1 Kabardino-Balkarski-Flora ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). ციტირების თარიღი: April 17, 2016.