დიანა ღურწკაია

(გადამისამართდა გვერდიდან ღურწკაია, დიანა)

დიანა ღურწკაია (დ. 2 ივლისი, 1978, სოხუმი) — რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი.

დიანა ღურწკაია

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Диана Гурцкая
დაბ. თარიღი 2 ივლისი, 1978
დაბ. ადგილი სოხუმი
წარმოშობა სოხუმი, დროშა: საქართველო საქართველო
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1995 - დღემდე
საიტი დიანა ღურწკაიას ოფიციალური საიტი
დიანა ღურწკაიას ევროვიზიის გამოსვლის ოფიციალური საიტი
დიანა ღურწკაია ვიკისაწყობში

დიანა წარმოშობით მეშახტე მამისა და მასწავლებელი დედის ოჯახიდანაა. დაბადებით ბრმამ, დიანამ შეძლო დაერწმუნებინა მუსიკის მასწავლებელი, რომ ფორტეპიანოზე დაკვრას მოახერხებდა. 10 წლის ასაკში პირველად გამოვიდა თბილისის ფილარმონიაში ირმა სოხაძესთან ერთად. 1995 წელს გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსში „იალტა-მოსკოვი-ტრანზიტი“. 1999 წელს დაასრულა მოსკოვის გნესინის მუსიკალური სასწავლებლის საესტრადო განყოფილება. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.

2000 წელს სტუდიამ „ARC“ გამოუშვა მომღერლის სადებიუტო ალბომი, რომელშიც შევიდა იგორ ნიკოლაევისა და სერგეი ჩელობანოვის ლექსებზე დაწერილი სიმღერები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
სოფო ხალვაში
საქართველო ევროვიზიაზე
2008
შემდეგი:
სტეფანე და 3G
ჯგუფმა ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა