თლილი (მთა)
(გადამისამართდა გვერდიდან ღრმანი)
თლილი, ღრმანი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის აღმოსავლეთ განშტოებაზე, მდინარე ძინძისწყლისა (ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადი) და ღრმანისწყლის (ფოცხოვისწყლის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან — 2474 მ. აქვს გუმბათისებრი მოყვანილობა. აგებულია ანდეზიტ-დაციტური ლავით. კალთებზე ზოგან ქვაყრილებია. შემოსილია სუბალპური მდელოებით.
თლილი | |
---|---|
მთა თლილის ხედი გოდერძის უღელტეხილიდან | |
კოორდინატები: 41°37′17″ ჩ. გ. 42°39′56″ ა. გ. / 41.62139° ჩ. გ. 42.66556° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2474 მ |
ქედი | არსიანის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტ-დაციტური ლავა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 74-75.