ღორების ყურე

(გადამისამართდა გვერდიდან ღორების უბე)

ღორების ყურე (ესპ. Bahía de Cochinos) — ყურე კუბის სამხრეთ სანაპიროზე, კარიბის ზღვაში.

ღორების ყურე — კუბა
ღორების ყურე
ღორების ყურის ადგილმდებარეობა (კუბა).
ღორების ყურე

1910 წლიდან მიეკუთვნება სანტა-კლარას პროვინციას, ხოლო 1976 წლიდან მატანსასის პროვინციის შემადგენლობაშია. ქმნის საპატის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ განაპირა მხარეს. ხაგუეი-გრანდედან სამხრეთით მდებარეობს 30 კილომეტრში, სიენფუეგოსიდან დასავლეთით 70 კილომეტრში, ჰავანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრში. ყურის დასავლეთ ნაწილში არის მარჯნის რიფები, რომელიც ესაზღვრება საპატის ჭაობებს. აღმოსავლეთ ნაწილში წარმოდგენილია მანგროვიანები და ჭაობების მძლავრი მასივები.

ღორების ყურის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს სოფელი ბუენა-ვენტურა. ყურის ესპანური სახელწოდება Bahía de Cochinos უკავშირდება არა ღორებს, არამედ (სავარაუდოდ) თევზის სახეობას — Orangeside triggerfish (ლათ. Balistes vetula, ესპ. Cochino).[1][2]

1961 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაფინანსებით საგანგებოდ გაწვრთნილ კუბელ ემიგრანტთა ჯგუფი ღორების ყურის გავლით გადასხდა კუნძულზე, რათა მოეხდინათ ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის ფიდელ კასტროს გადაყენება.


ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Cochino — თევზები, რომლებიც ბინადრობენ ატლანტის ოკეანეში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-19. ციტირების თარიღი: 2011-12-06.
  2. საბანა-კამაგუეის არქიპელაგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-21. ციტირების თარიღი: 2011-12-06.