ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (პეტროვსკის ჭიშკარი)
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (რუს. Храм иконы Божией Матери «Знамение») — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტვერის რაიონში. ამჟამინდელი ტაძარი აგებულია 1676-1681 წლებში.
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°46′09″ ჩ. გ. 37°36′52″ ა. გ. / 55.76917° ჩ. გ. 37.61444° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVII საუკუნე |
დეტალები
| |
გუმბათი | 5 |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ სახელზე. ეგვტერები კი წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და პაპ კლემენტ I-ის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველად ეკლესია, რომელიც აგებული იყო ჯერ კიდევ რომანოვების ტახტზე ასვლამდე, და რომელსაც ეწოდებოდა რომის პაპ კლემენტის სახელობის ეკლესია, სავარაუდოდ აგებული იყო ხისგან და მდებარეობდა დღევანდელი ეკლესიიდან ოდნავ მოშორებით, კოლობოვსკის პირველ და მესამე შესახვევს შორის.
ამჟამად არსებულ ხის ტაძარს საფუძველი ჩაუყარეს 1676 წლის 1 ივლისს, თავად გოლიცინის ყირიმული ლაშქრობების დასრულების ნიშნად. მშენებლობა მიმდინარეობდა მსროლელთა პოლკის შემოწირულობებით და გაგრძელდა 1681 წლამდე.
1754 წელს ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით ააგეს ეგვტერი ყველა წმინდანის სახელზე. 1780 წელს ეკლესია განაახლეს, კლემენტი I-ის ეგვტერს მოხსნეს ოთხი თავი და დაუტოვეს ერთი. 1843 წელს განაახლეს კანკელიც.
1930 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა. დიდი სამამულო ომის პერიოდში მასში განათავსეს სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ქიმიური ლაბორატორია.
1968 წელს დაიწყო ტაძრისა და სამრეკლოს რეაბილიტაცია. 1970-1980 წლების რესტავრაციის შემდეგ აღდგა ტაძრის თავდაპირველი სახე.
1997 წლის 10 დეკემბერს ტაძარში აღდგა ღვთისმსახურება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Паламарчук П. Г. Москва в границах Садового кольца // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астрель, 2004. — Т. 2. — С. 385—387. — 744 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-1.
- Забелин И. Е. Материалы для истории, археологии и статистики города Москвы. — Москва: издательство Московской Городской думы, 1884. — Т. 1. — С. 621.
- П.Н. Шармин Церковь Знамения за Петровскими воротами на Песках // Москва. Энциклопедический справочник : Москва. — Большая Российская Энциклопедия, 1992.