ღარმოს მყინვარი
ღარმოს მყინვარი[1] — ხეობის ტიპის მყინვარი ცენტრალურ აზიაში, ტაჯიკეთში. მდებარეობს პამირში, პეტრე პირველის ქედის, მეცნიერებათა აკადემიისა და დარვაზის ქედების შესაყართან, ზღვის დონიდან 2970 მ სიმაღლეზე. სიგრძე 27,5 კმ, ფართობი 197 კმ².[2] ფირნის ხაზი გადის ზღვის დონიდან 4750 მ სიმაღლეზე. მყინვარის უმაღლესი ნაწილის სიმაღლეა 6350 მ. აქვს შენაკადები. ქვემო მონაკვეთში დაფარულია მორენული მასალით.[3]
ღარმოს მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 38°49′ ჩ. გ. 71°53′ ა. გ. / 38.827500° ჩ. გ. 71.890267° ა. გ. | |
ქვეყანა | ტაჯიკეთი |
ქედი | პამირი |
ფართობი | 197 კმ² |
სიგრძე | 27,5 კმ |
ტიპი | დენდრიტულ-ხეობური |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ლევან მარუაშვილი, დასავლეთ პამირის მთებში, ტფილისი, 1934
- ↑ Ҳомидов Д.Р. Таҳқиқи забоншиносии гидронимҳои мавзеъҳои таърихии тоҷикнишин — Душанбе, 2018
- ↑ Войтковский К.Ф. Основы гляциологии. М.: Наука, 1999. — 256 с.