ქურთულ-სომხური ურთიერთობები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სომხურ-ქურთული ურთიერთობები აღნიშნავს ისტორიულ ურთიერთობებს ქუთებსა და სომხებს შორის.

ქურთული და სომხური ტრადიციული სამოსი, 1862 წელი

ქურთები ანტიკური სომხეთის შემადგენლობაში

რედაქტირება

ანტიკური გორდუენე, რომელეიც ნაწილობრივ შეესაბამება თანამედროვე ქურთისტანის გეოგრაფიულ მდებარეობას, ორჯერ იყო სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში.[1] პირველად გორდუენე სომხეთის ვასალი სახელმწიფო გახდა I საუკუნეში. შემდეგში გორდუენე რომის რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა და რომაელთა დაქვემდებარებაში 4 საუკუნის მანძილზე იყო. გვიან IV საუკუნეში (384 წელი) გორდუენე კიდევ ერთხელ გახდა სომხეთის ნაწილი. ეს ტერიტორია დღევანდელ ქურთისტანთან შედარებით უფრო პატარა ტერიტორიას მოიცავდა და უმეტესწილად ვანის ტბისა და დიარბაქირის ირგვლივ იყო კონცენტრირებული.

სომხები გორდუენეს მკვიდრებს მოიხსენიებდნენ როგორც ქორდუქი. სახელწოდება ძველ ბერძნულ დოკუმენტებშია დაფიქსირებული, მათ შორის ქსენოფონტის ნაშრომში, სადაც ჰელენიზებული ფორმა Kαρδoύχoι-ია გამოყენებული. სტრაბონის თანახმად, გორდუენეს რეგიონი (Γορδυηνή), ასევე გორდუენეს მთები (Γoρδυαία όρη) დიარბაქირსა და მუშს შორის მდებარეობდა. ბერძნული ტერმინი Karduchoi სიტყვებიდან καρδιά - გული და -ούχοι - მფლობელები წარმოდგება.[2] ზოგიერთ ისტორიული ჩანაწერისა და თანამედროვე სწავლულთა მიხედვით, სახელთა მსგავსების მიუხედავად Karduchoi ქურთებს არ აღნიშნავდა.[3]

გორდუენეს გარდა სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა მოკიც, რომელიც დღევანდელი ბაჰჩესარაის ადგილას მდებარეობდა და დღეისთვის ქურთებითაა დასახლებული.[4][5]

ქურთები სომხეთში

რედაქტირება
 
სომეხი ქურთების რაოდენობა (აღნიშნულია მუქი მწვანე ფერით)

სტალინიზმის პერიოდში, 1937 წელს ეთნიკური წმენდის დროს სომეხი ქურთები იძულებითი მიგრაციის მსხვერპლი გახდნენ.[6]

საბჭოთა ეპოქა

რედაქტირება

ქურთული კულტურა სომხეთში 1980-იან წლებში აყვავდა, როდესაც ქურთებს სახელმწიფოს მხრიდან კულტურული მხარდაჭერა ჰქონდა. ერევანში ფუნქციონირებდა ქურთული რადიო სადგურიც.[7] თანამედროვე ქურთული ლიტერატურისა და კულტურის პიონერები ძირითადად ეზიდები იყვნენ, რომლებიც სომხეთში თურქეთიდან მიგრირდნენ.[8] ამ პერიოდის ცნობილი ქურთი მწერლები იყვნენ: ქაზიმე ელილი, ამინე ევდალი, კანატ კურდო, არაბ შამილოვი და ჯალილე ჯალილი. ერევანში გამოცემული გაზეთი Riya Teze ერთ-ერთი უძველესი ქურთული გაზეთი იყო. გაზეთი სომხეთის კომუნისტური პარტიის ქურთული ნაწილის მთავარი ორგანოა. სომეხი საზოგადო მოღვაწეების ნაშრომების დიდი ნაწილი ქურთულ ენაზე თარგმნეს ჩ. ჩელილმა, ჰ. ჩინდიმ, ე. ევდალმა, ქ. მურადმა, ნ. ესედმა და თ. მურადმა. პირველი ქურთული რომანი შამილოვმა დაწერა 1935 წელს.[2]

ქურთული დეპარტამენტები სომხეთში

რედაქტირება

1969 წელს სომხეთის მეცნიერებათა აკადემიამ ქურთული კვლევების დეპარტამენტი დააარსა, რათა ქურთული კულტურის ყველა ასპექტი და ქურთებსა და სომხებს შორის ურთუიერთობები შეესწავლათ.[9] ერთ-ერთი პირველი ქურთული გაზეთი სომხეთის დედაქალაქში გამოიცა. გაზეთს Riya Teze, (ქურთულად - ახალი გზა) ერქვა. მალე კიდევ ერთი ქურთული გაზეთი, ბოტანი ორ კვირაში ერთხელ გამოიცემოდა.[10]

სომხური რადიო სადგური Denge Erivan (ერევნის ხმა) დღის განმავლობაში ერთი საათით ქურთულად გადასცემს პროგრამებს, რომლებშიც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ეთნიკური ქურთების საზოგადოებაა აღწერილი.[10]

სომეხი იეზიდი ქურთების უმცირესობა

რედაქტირება

2001 წლის მონაცემებით, სომხეთში 40 620 ეზიდი ცხოვრობს.[11] აშშ-ის ადამიანის უფლებათა სახელმწიფო დეპარტამენტის 2007 წლის მოხსენებაში აღნიშნულია: „როგორც წინა წლებში, იეზიდი ლიდერები პოლიციის ან ადგილობრივი მოხელეების მიერ ქურთების დისკრიმინაციის შესახებ უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ“. [12] იეზიდი ბავშვების დიდი ნაწილი სკოლებში არ დადის, როგორც სიღარიბის, ისე მათ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე მასწავლებლების ნაკლებობის გამო.[13] აღსანიშნავია, რომ პირველი იეზიდური სკოლა სომხეთში 1920 წელს გაიხსნა..[14] ეზიდები სომხებთან ერთად იბრძოდნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს, რომლის დროსაც ბევრი მათგანი დაიღუპა.[14]

2019 წლის 30 სექტემბერს მსოფლიოს უდიდესი ეზიდური ტაძარი სომხეთში, სოფელ აკნალიჩში გაიხსნა.[15]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Wilson, Lydia (2007-08-06). „The Kurdish Question“. Global Adviser. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2008. ციტირების თარიღი: 2008-09-15.
  • Leupold, David (2019-11-21). "Fatally Tied Together": The Intertwined History of Kurds and Armenians in the 20th Century". Iran and the Caucasus. 23 (4): 390–406. doi:10.1163/1573384X-20190409. ISSN 1573-384X.
  1. (2010) Roman Perspectives: Studies in Political and Cultural History, of the First to the Fifth centuries. Swansea: The Classical Press of Wales, გვ. 166. 
  2. 2.0 2.1 "Kurds", E.J. Brill's First Encyclopaedia of Islam, 1913–1936, p. 1133, By M. Th Houtsma Published by BRILL, ISBN 90-04-08265-4, ISBN 978-90-04-08265-6
  3. Marciak, Mark, Sophene, Gordyene, and Adiabene: Three Regna Minora of Northern Mesopotamia Between East and West, 2017. [1] pp. 220-221
  4. Di dîrokê de Miks û Mîrên Miksê. Nefel. ციტირების თარიღი: 26 April 2019.
  5. Discoveries in the ruins of Nineveh and Babylon, გვ. 417–418. 
  6. David McDowall, A Modern History of the Kurds, page 492.
  7. ""You, too, Armenia დაარქივებული May 13, 2006, საიტზე Wayback Machine. ," Kurdish Life (No. 10, Spring 1994).
  8. Leupold, David (2019-11-21). „“Fatally Tied Together”: The Intertwined History of Kurds and Armenians in the 20th Century“. Iran and the Caucasus (ინგლისური). 23 (4): 390–406. doi:10.1163/1573384X-20190409. ISSN 1573-384X.
  9. Kurdish studies department in Armenia
  10. 10.0 10.1 Leonidas Themistocles Chrysanthopoulos, [2], Gomidas Institute.
  11. National Statistical Service of the Republic of Armenia - 2001 Armenian National Census. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-30. ციტირების თარიღი: 2020-10-27.
  12. Country Reports on Human Rights Practices in Armenia
  13. U.S. Department of State Report
  14. 14.0 14.1 Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-10. ციტირების თარიღი: 2015-09-19.
  15. Radio Free Europe: Proud As A Peacock: Armenia's New Yazidi Temple Draws Attention And Awe