ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო — პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც ქუთაისის მასშტაბით განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 22 სექტემბერი, 2010 |
იურისდიქცია | ქუთაისი,წყალტუბო,ბაღდათი,ტყიბული |
უწყების ხელმძღვანელი/ები | თემურ გოგოხია, სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი შვანგირაძე, სასამართლოს მენეჯერი |
საიტი | |
http://www.court.ge |
სასამართლოს ისტორია
რედაქტირებაქუთაისის საქალაქო სასამართლო მდებარეობს ქ. ქუთაისში, მისამართზე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. № 11.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის № 649 ბრძანებულებით გაუქმდა ქუთაისის ქალაქის სასამართლო და შეიქმნა ქუთაისის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
სასამართლო რეფორმის ფარგლებში სასამართლოების გაერთიანების პროცესი 2010 წელსაც გაგრძელდა. გაერთიანებული სასამართლოს სტატუსით ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2010 წლის 22 სექტემბრიდან სარგებლობს. მასთან ტყიბულის, ბაღდათის და წყალტუბოს რაიონული სასამართლოები გაერთიანდნენ. თითოეულ ამ რაიონში სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. ამასთან, მაგისტრატ მოსამართლეებს უფლება აქვთ საჭიროების შემთხვევაში განიხილონ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი საქმეებიც.
შენობა
რედაქტირებაქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა. 2007 წელს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა მისი რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში. ამჟამად, შენობაში განთავსებულია 7 თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დარბაზი: 3 სისხლის სამართლის საქმეთათვის, 3 კი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განსახილველად, ხოლო ერთი სპეციალიზებული დარბაზი გათვალისწინებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება.
სტრუქტურა
რედაქტირებაქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტრუქტურას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება [1] „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მართლმსაჯულებას ახორციელებენ მოსამართლეები: იხ.ბმული. სასამართლოში დასაქმებული არის 46 საჯარო მოსამსახურე.
საკონტაქტო ინფორმაცია
რედაქტირება- მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ.11
- ტელეფონი: (+995 431) 23-46-02
- ფაქსი: (+995 431) 23-46-05
- ელ.ფოსტა: kutaisicity@court.ge
- www.court.ge