ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი — შეიქმნა 2008 წელს. 1981-2007 წლებში ფუნქციონირებდა ქუთაის-გელათის მუზეუმ-ნაკრძალის სახელწოდებით. სამოქმედო არეალი ფარავს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 15 მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალში არსებულ საიტებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ქუთაისს (უძველესი ნაქალაქარით, ბაგრატის ტაძრითა და XIX-XX საუკუნეთა მიჯნის ურბანული განაშენიანებით), გელათს, მოწამეთასა და გეგუთის სასახლეს. მუზეუმ-ნაკრძალის ოფისი ქუთაისის ცენტრში, ცნობილი ქუთაისელი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში მდებარეობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- რ. ისაკაძე, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, გვ. 5.