ქსენოფონტ კოჩეშკოვი
ქსენოფონტ ალექსანდრეს ძე კოჩეშკოვი (რუს. Ксенофонт Александрович Кочешков; დ. 30 ნოემბერი (12 დეკემბერი), 1894, მოსკოვი — გ. 15 იანვარი, 1976, იქვე) — საბჭოთა ქიმიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968). სოციალისტური შრომის გმირი (1974).
ქსენოფონტ კოჩეშკოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 30 ნოემბერი (12 დეკემბერი), 1894 ან 1894[1] |
დაბ. ადგილი | მოსკოვი[2] |
გარდ. თარიღი | 15 იანვარი, 1978 ან 1978[1] |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | კუნცევოს სასაფლაო |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | ქიმიკოსი[1] |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი და სოციალისტური შრომის გმირი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1922 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. იყო ნ. ზელენსკის მოწაფე. მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტში (1935 წლიდან პროფესორი). 1946 წლიდან იყო ლ. კარპოვის სახელობის ფიზიკა-ქიმიის ინსტიტუტის ლითონორგანული ნაერთების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. კოჩეშკოვის ძირითადი შრომები ეძღვნება ლითონორგანული ნაერთების ქიმიას. მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1948, 1967). დაჯილდოვებული იყო 2 ლენინის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 8.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Czech National Authority Database
- ↑ Кочешков Ксенофонт Александрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.