ქრისტინა როსეტი
ქრისტინა ჯორჯინა როსეტი (დ. 5 დეკემბერი, 1830 — გ. 29 დეკემბერი, 1894) — ინგლისელი პოეტი, რომელიც რომანტიკულ, რელიგიურ და საბავშვო ლექსებს წერდა. მას ეკუთვნის ორი ცნობილი საშობაო სიმღერის ტექსტი, ესენია „In the Bleak Midwinter“ და „Love Came Down at Christmas“. იგი მხატვარი და პოეტი დანტე გაბრიელ როსეტის და იყო.
ქრისტინა როსეტი | |
---|---|
ქრისტინა როსეტი, მისი ძმის, დანტე გაბრიელ როსეტის ნახატი | |
დაბადების თარიღი | 5 დეკემბერი, 1830 |
დაბადების ადგილი | ლონდონი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი | 29 დეკემბერი, 1894 (64 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი, ინგლისი |
დასაფლავებულია | ჰაიგეიტის სასაფლაო |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
მიმდინარეობა | პრერაფაელიტები |
ხელმოწერა | |
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაქრისტინა როსეტი 1830 წელს ლონდონში დაიბადა. მისი მამა, პოეტი გაბრიელ როსეტი, 1824 წლიდან პოლიტიკური დევნილი იყო ვასტოდან, ხოლო დედა, ფრენსის პოლიდორი, ლორდი ბაირონის მეგობარი ფიზიკოსის, ჯონ უილიამ პოლიდორის და იყო.[1] ქრისტინას ორი ძმა და ერთი და ჰყავდა. დანტე გაბრიელი გავლენიანი ხელოვანი და პოეტი გახდა, უილიამ მაიკლი და მარია ფრანჩესკა კი მწერლები გახდნენ.[1] ქრისტინა დედმამიშვილებს შორის ყველაზე უმცროსი იყო. მან პირველი მოთხრობა, სანამ წერას ისწავლიდა, დედას კარნახით დააწერინა.[2][3]
როსეტმა განათლება სახლის პირობებში მშობლებისგან მიიღო, რომლებმაც მას რელიგიური ნაშრომები, კლასიკოსები, ზღაპრები და რომანები გააცნეს. მას განსაკუთრებით ჯონ კიტსის, უოლტერ სკოტის, ენ რედკლიფისა და მეთიუ ლუისის ნამუშევრები ხიბლავდა.[4] როსეტების ოჯახში ყოველთვის ღია იყო კარი იტალიელი სწავლულებისთვის, ხელოვანებისა და რევოლუციონერებისთვის.[3] მომავალში ქრისტინას შემოქმედებაზე ძლიერი გავლენა იქონია დანტე ალიგიერის, პეტრარკასა და სხვა იტალიელი მწერლების ნაშრომებმა, რომლებსაც მის ოჯახში კარგად იცნობდნენ. როსეტის სახლი ახლოს იყო მადამ ტიუსოს მუზეუმთან, ლონდონის ზოოპარკთან და რეგენტის პარკთან, რომლებსაც იგი ხშირად სტუმრობდა.
1840-იან წლებში როსეტის მამის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი ოჯახი ფინანსურ პრობლემებს შეეჯაზა. 1843 წელს, მას ქრონიკული ბრონქიტის და სავარაუდო ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. ამასთანავე მან მხედველობა დაკარგა, რის გამოც შეწყვიტა კოლეჯში სწავლება და მთელი დარჩენილი ცხოვრება, 11 წელი, დეპრესიიგან იტანჯებოდა და ფიზიკური მხნეობა ვეღარ აღიდგინა. ოჯახის სარჩენად როსეტის დედამ მასწავლებლობა, თავად როსეტმა კი გუვერნანტობა დაიწყო. ამ პერიოდში მისი ძმა უილიამ სააქციო მარკების განყოფილებაში მუშაობდა, გაბრიელი ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, სახლში დარჩენილი ქრისტინა კი მარტოობისგან იტანჯებოდა.[5] 14 წლის ასაკში მან სკოლაში სწავლა შეწყვიტა ნერვული აშლილობის გამო, რასაც თან ახლდა დეპრესიისა და სხვა თანხმლები დაავადებების შეტევები. ამ პერიოდში როსეტის დედა და და ინგლისის ეკლესიაში ჩამოყალიბებულ ანგლო-კათოლიკურ მოძრაობაში ჩაერთვნენ. რელიგიისადმი ერთგულებამ როსეტის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა.
ყმაწვილობის ბოლო წლებში როსეტი მზატვარ ჯეიმზ კოლინზონზე დაინიშნა. კონლინზონი როსეტის ძმებთან, დანტესთან და უილიამთან, ერთად ავანგარდული ხელოვანთა დაჯგუფების, პრერაფაელიტთა საძმოს, ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.[6] მათი ნიშნობა 1850 წელს გაუქმდა, რადგან კოლინზონმა გადაწყვიტა, კათოლიკურ რწმენას დაბრუნებოდა. 1853 წელს, როცა როსეტის ოჯახი კვლავ ფინანსურ სიდუხჭირეს განიცდიდა, ქრისტინა დედას ქალაქ ფრომში სკოლის შენარჩუნებაში ეხმარებოდა, თუმცა ამ საქმეში მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს.[7] 1854 წელს ისინი ლონდონში დაბრუნდნენ, სადაც ქრისტინას მამა გარდაიცვალა.[8] მოგვიანებით როსეტმა ურთიერთობა გააბა ლინგვისტ ჩარლზ კეილეისთან, თუმცა რელიგიური მიზეზების გამო უარი თქვა მასთან დაქორწინებაზე.[6] ქრისტინას ასევე ცოლობა შესთავაზა მხატვარმა ჯონ ბრეტმა, რომელსაც მისი მინიმუმ ორი პორტრეტი ეკუთვნის, თუმცა მანაც უარი მიიღო.[3]
კარიერა
რედაქტირებაროსეტის პოეტური მოღვაწეობის დასაწყისი 1842 წლით თარიღდება. 1947 წელს მან ბიბლიურ, ხალხური ზღაპრებისა და წმინდანთა ცხოვრების თემაზე სონეტების, ბალადებისა და ჰიმნების წერა დაიწყო. მის ადრეულ ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით რომანტიკოსთათვის დამახასიათებელ განცდებს სიკვდილისა და დანაკარგის შესახებ.[4] 1848 წელს ლიტერატურულ ჟურნალში Athenaeum 18 წლის როსეტმა ორი ლექსი გამოაქვეყნა.[9][10] ფსევდონიმით „ელენ ელიანი“ იგი 1850 წელს პრერაფაელიტების მიერ დაარსებული ჟურნალის The Germ კონტრიბუტორი გახდა, რომელსაც მისი ძმა უილიამი რედაქტორობდა.[1] სწორედ ამით დაიწყო როსეტის საჯარო კარიერა.[11]
პრერაფაელიტთა მოძრაობის მიმართ როსეტის კრიტიკა აისახა მის 1856 წლის ლექსში „ხელოვანის სახელოსნოში“, რომელიც მან ერთი მოდელის რამდენიმე სხვადასხვა პორტრეტის ხილმის შემდგომ დაწერა. როსეტის აზრით, მოდელის ხასიათის ხელოვანის მიერ იდეალიზებული ვერსია მის ნაშრომს მეტისმეტად ტვირთავს.[12] დინა როი Penguin Classics-ის პრერაფაელიტთა პოეზიის კრებულის შესავალში წერს, რომ როსეტის მიერ მისი ძმისა და სხვა მამაკაცი ხელოვანების კრიტიკა არა იმდენად „ქალის უარყოფის“, არამედ „მამაკაცი ხელოვანების მიერ საკუთარი თავის განდიდების“ შესახებაა.[13]
როსეტის ყველაზე ცნობილი პოეტური კრებულია „გობლინების ბაზრობა და სხვა ლექსები“, რომელიც მან 1862 წელს 31 წლის ასაკში გამოაქვეყნა. წიგნმა ფართო კრიტიკული აღიარება მოიპოვა. მისი გამოცემის შემდეგ როსეტი ქალ პოეტთა რიგებში მოწინავე ხაზზე აღმოჩნდა და 1861 წელს გარდაცვლილი ელიზაბეტ ბრაუნინგის შემოქმედებით მემკვიდრედ გამოცხადდა.[11] მან შექება დაიმსახურა ისეთი პოეტებისგან, როგორებიც არიან ჯერარდ ჰოპკინსი, ელჯერნონ სვინბერნი და ალფრედ ტენისონი.[11] კრებულის სათაურში ხსენებული ლექსი, რომელიც ორი დის თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, როსეტის შემოქმედებაში ყველა ცნობილია. მისი არაერთი ინტერპრეტაცია არსებობს. არაერთ კრიტიკოსი თვლის, რომ „გობლინების ბაზრობა“ ალეგორიაა ცდუნებისა და ხსნის შესახებ, აგრეთვე მიიჩნევა, რომ ლექსი გენდერული როლების, სექსუალური სურვილებისა და სოციალური ხსნის თემაზეა. 1859-1870 წლებში როსეტი მოხალისედ მუშაობდა წმინდა მარიამ მაგდალინელის საქველმოქმედო სახლში, რომელი ყოფილი მეძავების თავშესაფარი იყო. არსებობს მოსაზრება, რომ „გობლინების ბაზრობის“ დაწერა პოეტს სწორედ საქველმოქმედო სახლში მცხოვრები „დაცემული ქალების“ გაცნობამ შთააგონა.[14] ლექსთან დაკავშირებით ხშირად ავლებენ პარალელს სემუელ კოლრიჯის ლექსთან „ლეგენდა ძველ მეზღვაურზე“, რომელიც აგრეთვე ცდუნების, ცოდვისა და ტანჯვის გზით ხსნის თემაზეა.[15]
როსეტს ქალთა საარჩევნო უფლებების მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა მის პოეზიაში ფემინისტური თემები არაერთ მეცნიერს აღმოუჩენია.[16] როსეტი მონობის, ცხოვლეთა მიმართ სისატიკისა და არასრულწლოვანი ასაკის გოგონათა პროსტიტუციის ექსპლუატაციის წინააღმდეგ ილაშქრებდა.[17]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Poems and poetry at the Poetry Foundation
- Profile at Poets.org
- "Christina Rossetti", In our time, BBC Radio 4
- Rossetti Family Correspondence at University of Kansas Libraries
- ქრისტინა როსეტი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- Open Library
- ქრისტინა როსეტი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ქრისტინა როსეტი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- ქრისტინა როსეტი — უფასო ნოტები Choral Public Domain Library-ზე (ChoralWiki)
- Christina Rossetti in Encyclopedia of Fantasy (1997) დაარქივებული 2021-07-29 საიტზე Wayback Machine.
- Christina Rossetti Collection. General Collection, Beinecke Rare Book and Manuscript Library.'
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Profile at Poets.org
- ↑ "Author Profile: Christina Rossetti," Literary Worlds, BYU.edu, Web, 19 May 2011.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Lindsay Duguid: "Rossetti, Christina Georgina (1830–1894)". Oxford Dictionary of National Biography, Oxford: OUP, 2009. Retrieved 15 October 2018.
- ↑ 4.0 4.1 Packer, Lona Mosk (1963) Christina Rossetti University of California Press, pp. 13–17.
- ↑ Packer, Lona Mosk (1963) Christina Rossetti University of California Press, p. 20.
- ↑ 6.0 6.1 Packer, Lona Mosk (1963) Christina Rossetti University of California Press, p. 29.
- ↑ Plaques.
- ↑ Christina Rossetti | English poet.
- ↑ "Christina Rossetti (1830–1894)," eNotes.com, Web, 19 May 2011.
- ↑ Jan Marsh, Christina Rossetti and the Pre–Raphaelite Brotherhood დაარქივებული 30 May 2012 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 11.0 11.1 11.2 The Cambridge Companion to English Poets (2011), Claude Rawson, Cambridge University Press, pp. 424–429.
- ↑ Roe, Dinah (2010) The Pre-Raphaelites: From Rossetti to Ruskin. Penguin Classics, გვ. 182.
- ↑ Roe, Dinah (2010) The Pre-Raphaelites: From Rossetti to Ruskin. Penguin Classics, გვ. xxvii.
- ↑ Lona Mosk Packer, (1963), Christina Rossetti, University of California Press, p. 155.
- ↑ Constance W. Hassett, (2005), Christina Rossetti: the patience of style, University of Virginia Press, p. 15.
- ↑ Pieter Liebregts and Wim Tigges, eds. (1996) Beauty and the Beast: Christina Rossetti. Rodopi Press, p. 43.
- ↑ Hoxie Neale Fairchild (1939), Religious Trends in English Poetry, Vol. 4, Columbia University Press.