ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა

ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა (თურქ. Kör Yusuf Ziyaüddin Paşa; დ. ? — გ. 1819, ჩიოსი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1798–1805 და 1809–1811 წლებში, სელიმ III-ისა და მაჰმუდ II-ის მმართველობის პერიოდში.

ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 30 აგვისტო, 1798
მმართ. დასასრული: 24 აპრილი, 1805
წინამორბედი: საფრანბოლულუ იზეთ მეჰმეთ-ფაშა
მემკვიდრე: ჰაფიზ ისმაილ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: მარტი, 1809
მმართ. დასასრული: 10 აპრილი, 1811
წინამორბედი: ჩავუშბაში მემიშ-ფაშა
მემკვიდრე: ლაზი აზიზ აჰმედ-ფაშა
სულთანი: სელიმ III
მაჰმუდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1819
გარდ. ადგილი: ჩიოსი
რელიგია: ისლამი

ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშას დაბადების თარიღი დღემდე უცნობია. ის იყო ქართული წარმოშობის. მოხვდა ოსმალეთის იმპერიის სამეფო კარზე. 1792 წელს მიიღო ვეზირის წოდება. 1793 წელს დაინიშნა დიარბაქირის ბეგლარბეგად. 1794 წელს იგი გახდა ერზურუმის მმართველი.

1798 წლის 30 აგვისტოს სულთან სელიმ III-მ ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირად დანიშნა საფრანბოლულუ იზეთ მეჰმეთ-ფაშას ნაცვლად.

ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშას დიდი ვეზირის პოსტი ოსმალეთის იმპერიის სტაგნაციის პერიოდში ეკავა. ამ პერიოდში მუდმივად მიმდინარეობდა იანიჩარების აჯანყებები და შესაბამისად, სულთებს საშუალება არ ჰქონდათ, რომ ეზრუნათ იმპერიის გაძლიერებასა და გაფართოებაზე.

სელიმ III-ს შემუშავებული ჰქონდა გარდაქმნის პროგრამა „ნიზამი ჯედიდ“. ზიაუდინ-ფაშა არ იყო მისი წინააღმდეგი და ხელს უწყობდა კიდეც მის განხორციელებაში.

1805 წლის 24 აპრილს ზიაუდინ-ფაშა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის მაგივრად დიდ ვეზირად ჰაფიზ ისმაილ-ფაშა დაინიშნა. დანიშნა ტრაბზონის გამგებლად. ცოტა ხანში ერზურუმში დაიწყო აჯანყება და ზიაუდინ-ფაშა მის გამგებლად დანიშნეს, რათა ჩაეხშო აჯანყება და მან ეს მოახერხა კიდეც. 1808 წელს იგი სერასკერის გამგებლად დანიშნეს.

1809 წლის მარტში ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა კვლავ დანიშნეს იმპერიის დიდ ვეზირის თანამდებობაზე ჩავუშბაში მემიშ-ფაშას ნაცვლად.

ზიაუდინ-ფაშას ხელმეორედ მმართველობის პერიოდში ოსმალეთის სულთანი მაჰმუდ II იყო. 1811 წლის 24 აპრილს ზიაუდინ-ფაშა კვლავ გაათავისუფლეს დიდი ვეზირის თანამდებობიდან და დანიშნეს როდოსის მმართველად.

1815 წელს ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა დაინიშნა კუნძულ ეუბეას მმართველად. 1817 წელს კი ჩიოსზე გაგზავნეს.

იგი გარდაიცვალა 1819 წელს, ჩიოსზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Danişmend, İsmail Hâmi, (1961) Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Buz, Ayhan (2009) " Osmanlı Sadrazamları", İstanbul: Neden Kitap, ISBN 978-975-254-278-5
  • Tektaş, Nazim (2002), Sadrâzamlar Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı, İstanbul:Çatı Yayınevi (Google books: [1]