ქმერის რესპუბლიკა
ქმერის რესპუბლიკა (ქმერ. សាធារណរដ្ឋខ្មែរ, ფრანგ. République Khmère) — კამბოჯის ისტორიის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც წინ უძღოდა დემოკრატიული კამპუჩიის ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის დამყარებას. ქმერის რესპუბლიკა ოფიციალურად გამოცხადდა 1970 წლის 9 ოქტომბერს და მისი ისტორია დასრულდა 1975 წლის 17 აპრილს ხელისუფლებაში წითელი ქმერების მოსვლის შედეგად.
ქმერის რესპუბლიკა សាធារណរដ្ឋខ្មែរ ნახევრადაღიარებული ქვეყანა | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | პნომპენი | ||||||||
ენა | ქმერული ენა | ||||||||
რელიგია | ბუდიზმი | ||||||||
ფულის ერთეული | კამბოჯური რიელი | ||||||||
მოსახლეობა | 7 952 000-8 102 000 | ||||||||
მმართველობის ფორმა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | ||||||||
პრეზიდენტი | |||||||||
- 1970 — 1972 | ჩენგ ჰენგი | ||||||||
- 1972 — 1975 | ლონ ნოლი | ||||||||
- 1975 | საუკამ ხოი | ||||||||
ისტორია | |||||||||
- პრინცის დამხობა | 18 მარტი, 1970 | ||||||||
- რესპუბლიკის გამოცხადება | 9 ოქტომბერი, 1970 | ||||||||
- წითელი ქმერების ხელისუფლებაში მოსვლა | 17 აპრილი, 1975 | ||||||||
სახელმწიფო გადატრიალება
რედაქტირება1970 წლის 18 მარტს მეფე ნოროდომ სიანუკის ქვეყანაში არ ყოფნით ისარგებლეს მემარჯვენე ძალებმა და აშშ-ის მხარდაჭერით მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება. ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი ლონ ნოლი. 1970 წლის აპრილში ამერიკისა და სამხრეთ ვიეტნამის ჯარები შევიდნენ კამბოჯაში, რამაც საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა და იძულებული გახდნენ ერთი თვის შემდეგ ჯარები გამოეყვანათ. 1970 წლის მაისში ლონ ნოლისადმი ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა ჩინეთს მხარდაჭერით პეკინში ჩამოაყალიბეს კამპუჩიის ეროვნული გაერთიანებული ფრონტი, საკუთარი შეიარაღებული ძალებით და დევნილობაში მყოფი მთავრობით. კამპუჩიის ეროვნული გაერთიანებული ფრონტის შემადგენლობაში შევიდნენ ნოროდომ სიანუკის მომხრები და მათი ყოფილი მტრები - კომუნისტები. გაერთიანებულ ფრონტში სიანუკი არ ფლობდა რეალურ ხელისუფლებას, იგი კონცეტრირებული იყო ადგილობრივი კომუნისტების ხელში, რომლებიც უფრო მეტად ცნობილი იყვნენ წითელი ქმერების სახელით. ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკისა და გაერთიანებულ ფრონტის ძალები შევიდნენ კამბოჯის ტერიტორიაზე და ლონ ნოლის რეჟიმს წაართვეს და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს ქვეყნის აღმოსავლეთი პროვინციები.
1970 წლის 9 ოქტომბერს კამბოჯა ოფიციალურად გამოცხადდა ქმერის რესპუბლიკად. ხელისუფლებაში მყოფმა ლონ ნოლის რეჟიმმა გამოაცხადა კურსი საბაზრო ეკონომიკის განვითარებისაკენ, აშშ-სა და მისი მხარდამჭერების მსგავსად. მსოფლიო თანამეგობრობა (განსაკუთრებით კომუნისტური სახელმწფოები და მათი სატელიტები) თანაუგრძნობდნენ კამპუჩიის ეროვნულ გაერთიანებულ ფრონტს და კამბოჯელი ხალხის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად თვლიდნენ ყოფილ მეფეს ნოროდომ სიანუკს. ამ საკითხზე დისკუსია შედგა გაეროშიც.
ომი და დამარცხება
რედაქტირება1970 წლის ბოლოდან დედაქალაქი მოწყდა სასოფლო სამეურნეო რაიონებს. ლონ ნოლი ყველანარდ ცდილობდა მსოფლიო საზოგადოებისათვის ეჩვენებინა თავისი დემოკრატიულობა. ხუთწლიანი შეიარაღებული პარტიზანული ბრძოლის შედეგად კამპუჩიის კომპარტიის რიგები საკმაოდ გაიზარდა და ნელ-ნელა გადაიქცა მთავარ წამყვან პოლიტიკურ ძალად კამბოჯაში.
1973 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა სამოქალაქო ომში. მხოლოდ ამერიკის საჰაერო ძალების დახმარებამ გადაარჩინა ლონ ნოლის რეჟიმი სრული კრახისაგან. 1975 წლის დასაწყისისათვის წითელი ქმერები და ვიეტნამის არმია აკონტროლებდა ქვეყნის ტერიტორიის 90 %-ს. აპრილში წითელმა ქმერებმა აიღეს დედაქალაქი პნომპენი. ლონ ნოლი ქვეყნიდან გაიქცა. ქმერების რესპუბლიკა დაეცა, მოგვიანებით მას დემოკრატიული კამპუჩია უწოდეს.