ქირქუქის ბრძოლა
ქირქუქის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ნადირ-შაჰ აფშარის ომების, ირან-ოსმალეთის ომი (1730-1736) ნაწილი | |||
ქირქუქის ბრძოლა | |||
თარიღი | 24-26 ოქტომბერი 1733 | ||
შედეგი | სპარსელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ქირქუქის ბრძოლა, ასევე ცნობილი როგორც აღ-დერბენტის ბრძოლა — ნადირ-შაჰის მესოპოტამიის კამპანიის ბოლო ბრძოლა, რა დროსაც მან შური იძია ოსმალეთის გენერალ თოფალ ოსმან-ფაშაზე სამარას ბრძოლაში დამარცხებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა დასრულდა სპარსელების ერთპიროვნული გამარჯვებით, ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ერაყი სპარსეთის სამხრეთში დაწყებული მზარდი აჯანყების გამო, რომელსაც მუჰამედ ხან ბელუჯი მეთაურობდა. შექმნილმა ვითარების გამო ნადირ-შაჰმა ვერ ისარგებლა ამ დიდებული გამარჯვების სტრატეგიული უპირატესობით — ბაღდადის აღებით.[1]
წინაისტორია
რედაქტირებასამარის ბრძოლის შედეგები
რედაქტირებანადირ-შაჰის დამარცხება სამარას ბრძოლაში სპარსელებს არა მხოლოდ 30 000 მსხვერპლი დაუჯდათ, არამედ ბაღდადი თურქების მფლობელობაში დარჩა. ამდენი გამოცდილი მებრძოლისა და არტილერიის დაკარგვა არ იყო იოლი გადასალახი. ნადირ-შაჰის პირველი ამოცანა გახლდათ ჯარისკაცების ზნეობის აღდგენა, რომლებიც აქამდე თავს დაუმარცხებლად თვლიდნენ და არა უსაფუძვლოდ, ვინაიდან მანამდე ნადირ-შაჰი ბრძოლაში არ დამარცხებულა. თავისი ოფიცრებთან შეხვედრა ნადირ-შაჰმა შეცდომების აღიარებით დაიწყო:
„..(ნადირმა) შეახსენა მათ დაღუპული ჯარისკაცების გამბედაობა და დაჰპირდა, რომ ამოშლიდა მათი მეხსიერებიდან ბოლოდროინდელ მარცხთან დაკავშირებულ მოგონებებს“.
ამ დროს სპარსეთის სამხრეთში აჯანყება დაიწყო მუჰამედ-ხან ბელუჯის მეთაურობით, რომელმაც თავის ირგვლივ შეკრიბა უკმაყოფილო ხალხის მნიშვნელოვანი მასა და დაიწყო მოლაპარაკება ადგილობრივ არაბულ ტომებთან. მაგრამ ნადირ შაჰმა გადაწყვიტა ჯერ თოფალ ოსმან-ფაშასთან გაესწორებინა ანგარიში, შემდეგ კი მუჰამედ ხანის აჯანყება ჩაეხშო.[2]
სპარსეთის არმიის აღდგენა
რედაქტირებაშურისძიების საჭიროება განპირობებული იყო არა მხოლოდ ნადირ-შაჰის სიამაყით, არამედ იმითაც, რომ სამარაში დამარცხებამ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა შინაგანი უკმაყოფილების ზრდისთვის. ნადირ-შაჰი მაშინვე შეუდგა სისხლიანი არმიის აღდგენას და სულ რაღაც 40 დღეში მოაგროვა უზარმაზარი რესურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით (ცხენზე, ჯორსა და აქლემზე ამხედრებული 140000 მეომარი) და 50000 რეკრუტი. გაატარა რეფორმები. ჯარის აღდგენის ამ მცდელობებმა გამოიწვია ქვეყნის მაცხოვრებლების ტანჯვა, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთში, რომლებიც მძიმედ იბეგრებოდნენ. ყველაზე სასტიკი ზომებით 200 000 თუმანის შეგროვებით, ნადირ-შაჰმა ეს ფული ოფიცრებს დაურიგა, რაც მათ მზადყოფნას უმატებდა მომავალი ბრძოლისთვის. დიდებულებთან საუბრისას მან განაცხადა: „იცით, რატომ საუბრობენ ჩემზე ასეთი სიძულვილით? იმიტომ რომ არც ერთ წუთს არ მივცემ ქვეყანას სიმშვიდეს.... გავანადგურებ ყველაფერს, რადგან მე არ ვარ კაცი, არამედ — ღვთის რისხვა, გამოგზავნილი კაცობრიობის დასაძლევად“. ასეთი განცხადებები იძლევა ნათელ სურათს ნადირის ნარცისული პიროვნების შესახებ, რომელიც თითქოს შერწყმული იყო ფსიქოპათიასთან. ეს იყო ის თვისებები, რამაც იგი გახადა ომის დაუნდობელი გენიოსი, რითაც აღფრთოვანებულები იყვნენ მისი თანამედროვეები და ისტორიკოსებით დღემდე.[3]
თოფალ ფაშაც ზარალის ანაზღაურებას ცდილობდა. მან მოითხოვა სტამბოლიდან გამაგრების მიღება და უფრო ახალგაზრდა შემცვლელის გამოგზავნა (თოფალ ოსმან-ფაშა იმ დროს დაახლოებით 70 წლის გახლდათ). საბოლოოდ მოახერხა 100000 ჯარისკაციანი არმიის შეკრება.
ბრძოლა
რედაქტირებასაწყისი ფაზა
რედაქტირებამზვერავებმა ნადირ-შაჰს აცნობეს 12000 -ბიანი თურქეთის არმიის შესახებ, რომელიც მოძრაობდა აღ-დერბენტის დაბლობზე. თოფალ ოსმან-ფაშამ ეს კონტინგენტი მემიშ-ფაშას მეთაურობით თავისი ძირითადი არმიის ავანგარდში ჩააყენა. ამავე დროს ნადირ-შაჰმა ჰაჯიბექ-ხანის მეთაურობით საკუთარი არმიის მოწინავე ნაწილი გაგზავნა, რათა ალყაში მოექცია მემიშ ფაშა და დარტყმა მიეყენებინა სპარსეთის მთავარი არმიისთვის. [4] ჰაჯიბექ ხანის დადევნების შემდეგ მემიშ ფაშა პირდაპირ ნადირ-შაჰს ჩაუსაფრდა, სადაც 15000 მტრის ჯარისკაცი თურქებს ორი ფლანგიდან ელოდა. შედეგად, მემიშ ფაშა, რომელმაც იმ დროისთვის უკვე გაუგზავნა შეტყობინება თოფალ-ოსმან ფაშას, რომ დაამარცხა სპარსეთის ჯარები და სთხოვდა დამატებითი ჯარების გაგზავნას, ბრძოლის ველზე იწვა დაღუპულებს შორის. ერთ-ერთმა გადარჩენილმა თურქმა სპარსელებს გზა უჩვენა თოფალ ფაშას ჯარისკენ, რომელიც მათგან სულ რაღაც 5 კილომეტრის დაცილებით გადაადგილდებოდა. თოფალ ოსმან- ფაშამ, შეიგრძნო რა გარდაუვალი საფრთხე, ჯარისკაცებს გაჩერება უბრძანა და დაიწყო თავისი ხალხის განლაგება. როდესაც სპარსეთის ჯარი მტერს მიუახლოვდა, ნადირმა თავისი ქვეითი ჯარი რიგზე განალაგა და იანიჩრების წინააღმდეგ შეტევაზე გაგზავნა. როგორც კი ჯარები მიუახლოვდნენ ერთმანეთს, დაიწყო შეტაკება, რომელიც ორ საათს გაგრძელდა.[5]
დასკვნითი ფაზა
რედაქტირებაიანიჩრებმა დაიწყეს პოზიციების დათმობა. მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ თოფალ ოსმან-ფაშა შეეგუა თავის უიღბლობას და ცხენზე ამხედრდა, რათა საკუთარ მეომრებთან ერთად ბრძოლაში ჩაბმულიყო. მან გაქცევას, ბრძოლის ველზე დაცემა ამჯობინა.მოხუც გენერალს ცხენიდან გადმოვარდნამდე ორჯერ ესროლეს. სპარსელმა მხედარმა თავი მოაჭრა და ნადირ-შაჰს გადასცა.[6]
ბრძოლა დასრულდა ოსმალეთის 20 000 - იანი მსხვერპლით, მთელი არტილერიის და ბარგის დიდი ნაწილის დაკარგვით. შურისძიებით კმაყოფილმა ნადირ-შაჰმა ბრძანა, თოფალ ოსმან-ფაშას თავი სხეულთან შეეერთებინათ და პატივით გაეგზავნათ ბაღდადში, სადაც დაკრძალავდნენ.
შედეგები
რედაქტირებანადირ-შაჰი იმედოვნებდა ბაღდადის ახალი ალყის დაწყებას და დაიწყო ნიადაგის მომზადება ქალაქის დაპყრობისთვის. ის აგრეთვე კავკასიაში ლაშქრობისთვის ემზადებოდა. თოფალ ოსმან-ფაშას დამარცხებითა და აჰმედ-ფაშას სიკვდილით შეძრწუნებულმა სტამბოლმა მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობაზე დაიწყო მოლაპარაკებები. თავრიზი უკვე ევაკუირებული იყო ოსმალების მიერ ქირქუქის ბრძოლის შემდეგ. თუმცა, ნადირ-შაჰის გეგმები ჩაშალა მუჰამედ-ხანის აჯანყებამ, რომელიც სულ უფრო სერიოზულ საფრთხედ იქცა. ბაღდადის დაკავების ნაცვლად, ნადირ-შაჰი იძულებული გახდა ჯარი შეეკრიბა და იმპერიის შიგნით მოჰამად ხანის აჯანყების ჩასახშობად წასულიყო.
საერთო თვალსაზრისით, მესოპოტამიის ლაშქრობის გამარჯვებული თოფალ ოსმან-ფაშა გახლდათ, რომელმაც სამარას ბრძოლაში გამანადგურებელი გამარჯვებით იხსნა ბაღდადი დაცემისგან. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ის კირკუკში დამარცხდა და მოკლეს, ნადირ-შაჰმა ვერ შეძლო წარმატებების შემდგომი გაფართოება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Michael Axworthy, The Sword of Persia: Nader Shah, from Tribal Warrior to Conquering Tyrant Hardcover 348 pages (26 July 2006) Publisher: I.B. Tauris Language: English ISBN 1-85043-706-8
- Moghtader, Gholam-Hussein(2008). The Great Batlles of Nader Shah, Donyaye Ketab
- Ghafouri, Ali(2008). History of Iran’s wars: from the Medes to now, Etela’at Publishing
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lockhart, Laurence, Nadir Shah: A Critical Study Based Mainly Upon Contemporary Sources, London, 1938, p. 77. Luzac & Co.
- ↑ Ghafouri, Ali(2008). History of Iran's wars: from the Medes to now,p. 382. Etela'at Publishing
- ↑ Axworthy, Michael(2009). The Sword of Persia: Nader Shah, from tribal warrior to conquering tyrant,p. 141, I. B. Tauris
- ↑ Moghtader, Gholam-Hussein(2008). The Great Batlles of Nader Shah,p. 47. Donyaye Ketab
- ↑ Axworthy, Michael(2009). The Sword of Persia: Nader Shah, from tribal warrior to conquering tyrant,p. 190. I. B. Tauris
- ↑ Moghtader, Gholam-Hussein(2008). The Great Batlles of Nader Shah,p. 46. Donyaye Ketab