ქირქიშ აბულეთისძე
ქირქიშ (თირქაშ) აბულეთისძე — კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის II ნახევარში. ძე ივანე აბულეთისძისა. 60-იან წლებში აბულეთისძე ამირახორ ლიპარიტ ორბელსა და ბეგა სურამელთან ერთად სარდლობდა ქართველთა ჯარს, რომელმაც დაამარცხა თურქთა კოალიციური ლაშქარი და ანისი დაიცვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 45.