გენადი ქირია
გენადი პეტრეს ძე ქირია (დ. 1907, სოფელი დიდი ნეძი — გ. 12 მაისი, 1987) — ქართველი საბჭოთა აგრონომი. სოციალისტური შრომის გმირი, საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სკკპ წევრი (1945).
ბიოგრაფია
რედაქტირებაგენადი პეტრეს ძე ქირია დაიბადა 1907 წელს სოფელ დიდ ნეძში, გლეხის ოჯახში. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1931 წელს მუშაობდა დაიწყო წალენჯიხის რაიონის მიწგანის მთავარ აგრონომად. 1933 წლიდან დაინიშნა, ჯერ ზესტაფონის, შემდეგ კი ზუგდიდის მანქანა-ტრაქტორთა სადგურში უფროსი აგრონომის თანამდებობაზე, 1940 წლიდან კი თბილისის გარეუბნის რაიონის მიწგანის შრომის ორგანიზატორია. მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო გულრიფშის რაიონის ილიჩის სახელობის საბჭოთა მეურნეობაში მთავარ აგრონომად. 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო გაგრის ციტრუსების საბჭოთა მეურნეობის დირექტორი.
იყო საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აგრეთვე რამდენიმე მოწვევის რაიონული საბჭოს დეპუტატი.
გარდაიცვალა 1987 წლის 12 მაისს.
ჯილდოები და მედლები
რედაქტირება- ლენინის ორდენი
- ორი შრომის წითელი დროშის ორდენი
- მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №94 (12460), 14 მაისი, 1987.