ქიმბარიანის ქვედა კოშკი

ქიმბარიანის ქვედა კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის ჩრდილო-დასავლეთით, ნასოფლარ ქიმბარიანის ტერიტორიაზე, ზედა კოშკის სამხრეთით, 100 მეტრზე. განეკუთვნება XVII საუკუნეს. კოშკი (5 x 5 მეტრი) სამსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი პირველ სართულზეა, სამხრეთით, კარი სწორკუთხაა. კარის ორივე მხარეს თითო სათოფურია. დანარჩენ კედლებში - ორ-ორი. პირველი სართულის ქვეშ ყრუკედლებიანი სარდაფია. მეორე სართულზე სამი შეწყვილებული და შვიდი ცალმაგი სათოფური. ამ სართულის ყოველ კედელში თითო ნისკარტა სალოდეცაა, რომელთა შვერილი ნაწილები ხის კონსოლებს ეყრდნობა. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო გამართული. კოშკის ფასადები შელესილია. სამხრეთ ფასადზე, კარის მარჯვენა მხარეს, ნალესობაზე ხელის მტევნის ანაბეჭდია.

ლიტერატურა

რედაქტირება