ქვემო ხანდაკის წმინდა გიორგის ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქვემო ხანდაკის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში.

ეკლესიადარბაზული ტიპის მცირე ზომის ნაგებობაა. აშენებულია ქვიშაქვითა და რიყის ქვით - ირეგულარული წყობით. უსწორმასწორო ფორმის კარი განთავსებულია დასავლეთიდან. ორი ძალიან მცირე ზომის სარკმელი გაჭრილია დასავლეთ და აღმოსავლეთ კედელზე. ჩრდილოეთით და სამხრეთით კედლები ყრუა. საკურთხეველი აფსიდის დამასრულებელი უსწორმასწორო თაღით მცირედითაა გამოყოფილი ტაძრის სამრევლო სივრცისაგან. აფსიდში სარკმლის ქვემოთ ვხვდებით ტრაპეზის ქვის ფეხს, ხოლო გვერდებზე შეისრული თაღით დასრულებულ ორ ნიშს. ტრაპეზის ფეხის ქვაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. ეკლესიის გარედან, დასავლეთ ნაწილში - სამხრეთითა და ჩრდილოეთით დაბალი მინაშენებია, რომლებშიც ნიშებია განთავსებული. ერთი ნიში მუზარადისებური ფორმითაა გადახურული, ხოლო მეორე ორქანობა სახურავით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 29897