ქვემო ბარი
ქვემო ბარი — სოფელი საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში, ბარის თემში.[2] მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბარულის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 980 მ., ონიდან 23 კმ, სორიდან 14 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა.
სოფელი | |
---|---|
ქვემო ბარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბარი |
კოორდინატები | 42°31′51″ ჩ. გ. 43°16′52″ ა. გ. / 42.53083° ჩ. გ. 43.28111° ა. გ. |
მოსახლეობა | 50[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებასოფელში დგას განვითარებული შუა საუკუნეების ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. ინტერიერი მოხატულია. საბუკის მთაზე დგას გვიან ფეოდალური ხანის ერთნავიანი ეკლესია.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 50 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 88 | 38 | 50 |
2014[1] | 50 | 27 | 23 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 513.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II