ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქვათეთრისის ციხე — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს ართვინის ილის, შავშეთის ილჩეში. ქალაქ შავშეთიდან 32 კმ. დაშორებით. ზღვის დონიდან 1985 .. ციხე აგებულია შავშეთის მხარეში, სათლელის წყლის მარცხენა მხარეს, ფიქალთას წყლის ხეობაში, სოფ. ქვათეთრისთან, სოფლის თანამედროვე თურქული სახელწოდებაა - ქირეჩლი (თურქ. Kireçli).

ქვათეთრისის ციხე
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ქვათეთრისის ციხე — თურქეთი
ქვათეთრისის ციხე

ქვათეთრისის ციხე მდებარეობს სოფლის თავზე არსებულ ბორცვზე. ციხე ჩრდილო-დასავლეთით წეფთის (უსტამისის) ციხეს უყურებს, ხოლო მის სამხრეთით ხანთუშეთია. ისინი თავდაცვის ერთ ზოლზე არიან განლაგებულნი, და ამის გამო, ქვათეთრისი შავშეთ-კლარჯეთის თავდაცვის სისტემაშია ჩართული. ქვათეთრისის ციხე მთისა და ბარის გასაყარზეა აშენებული, ამიტომ მისი ფუნქციაც მთისა და ბარის დამაკავშირებელი გზების და იქ არსებული სამეურნეო სავარგულების კონტროლი იყო.

ტოპონიმი

რედაქტირება

ქვათეთრისი - სახელიდან კარგად ჩანს, რომ სახელწოდება მომდინარეობს თეთრი ქვიდან, რომელიც ადგილობრივ მოიპოვებოდა. ციხის მშენებლობაში თეთრი ფერის ქვა და უხვად გამოყენებული კირიც ამის დასტურია. ამ ადგილს თურქული სახელწოდებაც, ქირეჩლი, სწორედ, კირიან, ამ შემთხვევაში, თეთრ ადგილზე მიუთითებს და დღევანდელი ტოპონიმი ქართული სახელწოდების თურქულ თარგმანს წარმოადგენს, რომელიც 1927 წლიდან შეიცვალა.

ციხის აღწერა

რედაქტირება

ქვათეთრისის ციხე შედგება ერთი მაღალი, დიდი, მყარად ნაგები რამდენიმესართულიანი კოშკისგან, გალავნის ნაშთებისგან, რომლის კვალიც ზოგიერთ მონაკვეთზე ფრაგმენტულია, ან საძირკვლის დონემდე მორღვეულია. ციხი მშენებლობაში იკვეთება რამდენიმე სამშენებლო ფენა. მოცემული ციხე ოთხივე მხრიდან, ბუნებრივად არის დაცული. ციხის აღმოსავლეთი მხარე ციხის მიდამოებიდან მკვეთრად დახრილი ფერდობით ქვემოთ მდ. ფიქალთასკენ არის დაშვებული. შედარებით სუსტად არის დაცული ციხის სამხრეთ მონაკვეთი. ქედი ამ მონაკვეთში მკვეთრ დახრილობას თანდათანობით კარგავს და ტერარისებულად დაბლდება, შემაღლებულ ბორცვთან, რომელზედაც ციხეა აშენებული, ვიწრო ყელს ქმნის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ. 2020 ISBN 978-9941-9738-1-9