ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

წეფთის ციხე — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს იმერხევში სოფ. უსტამისის იალას სიახლოვეს. მას წერეფთის ციხესაც უწოდებენ.

წეფთის ციხე
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
წეფთის ციხე — თურქეთი
წეფთის ციხე

ტოპონიმი

რედაქტირება

„მატიანე ქართლისას“ ხელნაწერებში გამოიყენება ორივე ფორმა - წეფთი/წერეფთი. XIX-XX საუკუნეებში გამოიყენებოდა ფორმა „წეფთა“. თანამედროვე რუკებზეც „წეფთის ციხეა“.

შესწავლის ისტორია

რედაქტირება

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქართველ მოგზაურთაგან პირველად წეფთის ციხის ლოკალიზება მოგვცა გიორგი ყაზბეგმა. წეფთის ნანგრევები მხოლოდ შორიდან დაათვარიელა ნ. მარმა. 2008 წელს ციხე მოინახულა დ. ბერძენიშვილმა.[1] წეფთის ციხე აღწერა შ. მამულაძემ თავის ნაშრომში - „შავშეთის მატერიალური კულტურის ძეგლები“, რომელიც შევიდა კრებულში „შავშეთი“.[2] ავტორი მიმოიხილავს ციხის ადგილმდებარეობას და აღწერს საფორტიფიკაციო ნაგებობას დაწვრილებით.

ციხის გარემო

რედაქტირება

წეფთის საფორტიფიკაციო ნაგებობა კლდოვან თხემზეა აგებული და შავშეთისწყლისა და იმერხევისწყლის ხეობებს გადაჰყურებს. ციხე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ არის განვრცობილი და უკიდურეს წერტილთა შორის 32 მეტრია. ციხეში მოხვედრა შესაძლებელია ჩრდილო-დასავლეთიდან. იგი საკმაოდ დანგრეულია, მხოლოდ ფუნდამენტის დონეზე განირჩევა შენობების ნაშთები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ. 2020 ISBN 978-9941-9738-1-9
  1. დ. ბერძენიშვილიმ ანდრია პირველწოდებულის ნაკვლევზე (ტაო-კლარჯეთში 2008 წლის ექსპედიციის დღიური), თბ, 2009, გვ. 73-74.
  2. შ. მამულაძე შავშეთის მატერიალური კულტურის ძეგლები, კრ. შავშეთი, თბ. 2011, გვ. 49-53.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წეფთის_ციხე“-დან