ქვათეთრი
მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
ქვათეთრი — მთა საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო განშტოებაზე — ღორისნამკალის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2213 მ. ქვათეთრის თხემური ნაწილი აგებულია ცარცული კირქვებითა და მერგელებით, კალთები — ეოცენური ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით.
ქვათეთრი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2213 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
ამგებელი ქანები | თხემი — კირქვა და მერგელი, კალთა — ტუფ-ბრექჩია და ტუფი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 506.