ქვაზვინეთი
მთა საქართველოში, იმერეთის მხარეში
ქვაზვინეთი, ქვაზვინევი — მთა საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა შენაკადის — საკრაულისა და მდინარე ჩხერიმელის მარცხენა შენაკადის — ბჟოლისხევის აუზების წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2005 მ. აგებულია ეოცენური მსხვილმარცვლოვანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. ქვაზვინეთის კალთები შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით.
ქვაზვინეთი | |
---|---|
კოორდინატები: 41°55′25″ ჩ. გ. 43°11′02″ ა. გ. / 41.923694° ჩ. გ. 43.184028° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2005 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია და ტუფი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 506.