ქვაბნაშენი
ქვაბნაშენი, გამოკირულა — კლდის შვეულსა ან განივ ნაპრალებზე წინიდან ქვითკირით მიშენებული კარსარკმელი. ქვაბნაშენის შიდა სივრცე გამოიყენებოდა, როგორც მოღვაწე ბერის მიერ სამალავად, ასევე გვხვდება როგორც მრავალსართულიანი საცხოვრისი ერისკაცისა.
ქვაბნაშენი კლდეში კვეთის ხელოვნების დარგია. ასეთ ხუროთმოძღვრულ ძეგლებში, გარდა იმისა, რომ ფასადის მხარეა ამოშენებული, ხშირად თვით სიღრუეებიც ხელოვნურადაა გაფართოებული ან დამხმარე ხელოვნური ქვაბებიცაა გამოკვეთილი. ხელოვნურ ქვაბთა კომპლექსების მსგავსად ქვაბნაშენებითაც სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობაა შექმნილი. ქვაბნაშენებში გვხვდება: ციხეები, მონასტრები და სახიზრები.
ქვაბნაშენი ანუ გამოკირულა ძეგლები ფრიად დამახასიათებელია ძველი საქართველოს არსებობის მთელ მანძილზე, განსაკუთრებით გვიანდელ ფეოდალურ ხანაში. ტიპური ძეგლებია: ქართლში თრეხვის სოროთ-ხევი, თეკნელა — რკონის მონასტერთან, აბუხალო — ძამას ხეობაში, ქცია-ხრამის ხეობის ძეგლები; არგვეთ-ჭიათურის კომპლექსები; მესხეთის გამოკირულა — საროსთან, ნავარძიევი, მირაშხანი მდ. მტკვრის ხეობაში და ურავლის ხეობის ძეგლები; აფხაზეთში — მჭიშთა და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ვანის ქვაბის განძი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 6 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966 წელი. — გვ. 3-10
- გაფრინდაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.