მირაშხანის ეკლესია

მირაშხანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანში. მდებარეობს სოფლის ცოტა მოშორებით, კლდოვანი მთებით გარემოცულ ხეობაში.

მირაშხნის ეკლესია დარბაზული ტიპის ტაძარია. დღეს კამარაჩაქცეული და თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია საკურთხევლის კიდურა ნაწილები, შუა წელში კი სარკმლის აყოლებაზე ქვები ამორღვეულია. საკურთხეველს ნახევარწრიული მოხაზულობა აქვს. მის კედელში სამხრეთ-აღმოსავლეთით განირჩევა ნიშა. ნახევრამდეა შემორჩენილი ჩრდილოეთის კედელი, რომელიც ჩრდილოეთის მხრიდან მიწაშია ჩაფლული. აღნიშნულ კედელზე ინტერიერში შუა ადგილას დარჩენილია ერთსაფეხუროვანი პილასტრის ფრაგმენტი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკლესიის სივრცე ერთი წყვილი პილასტრისა და მათზე გადასროლილი დეკორატიული თაღების მეშვეობით იყო დანაწევრებული. კედლის პერანგი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეზე დიდი ზომის ქვებითაა ამოყვანილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8285