ქაფრ-კასემის ხოცვა ჟლეტა

ქაფრ-კასემის ხოცვა-ჟლეტა
სუეცის კრიზისის ნაწილი

ქაფრ-კასემის მემორიალი
თარიღი 29 ოქტომბერი1956
მდებარეობა ქაფრ-კასემი, ისრაელი
მხარეები
ისრაელის საზღვრის პოლიცია სოფლის არაბი მაცხოვრებლები
ქაფრ-კასემის ხოცვა ჟლეტა ვიკისაწყობში

ქაფრ-კასემის ხოცვა-ჟლეტა — მოხდა 1956 წლის 29 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე  სასაზღვრო არაბულ სოფელ ქაფრ-კასემში სუეცის კრიზისის დროს სამხედრო ოპერაციების მსვლელობისას. ისრაელის სასაზღვრო პოლიცია მაგავმა მოკლა 47 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 6 ქალი და 23 ბავშვი 8-დან 17 წლამდე, რომლებმაც არ იცოდნენ კომენდანტის საათის შესახებ.

სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სროლაში მონაწილეობდნენ, შემდგომში ისრაელის სასამართლომ გაასამართლა, ზოგიერთმა კი ხანმოკლე სასჯელი მოიხადა.[1]

მოვლენათა მსვლელობა რედაქტირება

ქაფრ-კასემი მდებარეობს თელ-ავივის ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, ქალაქ პეტაჰ ტიკვას მახლობლად, მწვანე ხაზზე, რომელიც 1956 წელს იყო ფაქტობრივი საზღვარი ისრაელსა და იორდანიას შორის. 1967 წლამდე ისრაელის არაბი მოქალაქეები სამხედრო ადმინისტრაციის კონტროლს ექვემდებარებოდნენ და მათზე დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები (კომენდანტის საათის დაცვა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ.) ქაფრ-კასემი ცენტრალური ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის იურისდიქციაში შედიოდა. ომის დაწყების წინა დღეს სოფელში შეიყვანეს IDF-ის მე-17 სარეზერვო ბრიგადის პასუხისმგებლობის ზონაში (მეთაური —პოლკოვნიკი ისაჩარ შედმი). ბრიგადა მიმაგრებული იყო სასაზღვრო პოლიციის ბატალიონთან (მეთაური — მაიორი შმუელ მალინკი).[2]

 
დაღუპულთა მემორიალი კაფრ-კასემში

1956 წლის 29 ოქტომბერს დაიწყო სუეცის ომი ერთ მხარეს იყვნენ ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მეორე მხარეს — ეგვიპტე. ისრაელის დაზვერვა შიშობდა, რომ იორდანია ომში ეგვიპტის მხარეს დაიჭერდა. ამასთან დაკავშირებით, გადაწყდა საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება და საზღვრისპირა არაბთა დასახლებებში კომენდანტის საათის 5 საათიდან დილის 6 საათამდე გახანგრძლივება. თუმცა, მაგავის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 15:30 საათზე შეატყობინეს. მაიორ მალინკას თქმით, პოლკოვნიკმა შედმიმ ბრძანა, ესროლათ ნებისმიერი არაბისთვის, რომელიც ქუჩაში გამოჩნდებოდა კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ. მაიორმა მალინკიმ, ბატალიონის მეთაურმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ქაფრ-კასემის ზონაზე, მისცა შესაბამისი ბრძანება თავის ოფიცრებს. ქაფრ კასემის მუხტარს (ხელმძღვანელს) კომენდანტის საათის შესახებ მხოლოდ საღამოს 4:30 საათზე აცნობეს. როდესაც იკითხა, რა უნდა მოემოქმედებინა  იმ პირთა მიმართებით ვინც მინდორში მუშაობდა და არაფერი იცოდა კომენდანტის საათის დაწყების შესახებ, უთხრეს, რომ იმ ადამიანებზე იზრუნებდნენ.

ამის შემდეგ ოცეულმა  ლეიტენანტ გაბრიელ დაჰანის მეთაურობით  დახვრიტა სოფელში სამუშაოდან დაბრუნებული ადამიანები -—19 მამაკაცი, 6 ქალი, 8-დან 17 წლამდე ასაკის 17 ბიჭი და 6 გოგონა.

ამის შემდეგ ოცეულმა  ლეიტენანტ გაბრიელ დაჰანის მეთაურობით სხვადასხვა ცალკეული შეხვევის დროს  დახვრიტა სოფელში სამუშაოდან დაბრუნებული ადამიანები -—19 მამაკაცი, 6 ქალი, 8-დან 17 წლამდე ასაკის 17 ბიჭი და 6 გოგონა.

ერთ-ერთი დაზარალებული ჯამალ ფარიჯი, რომელიც სოფელში 28 მგზავრთან ერთად სატვირთო მანქანით ჩავიდა, იხსენებდა:

 
„ჩვენ მათ ვესაუბრეთ. ვკითხეთ, უნდოდათ თუ არა ჩვენი პირადობის მოწმობების შემოწმება. მათ არ მოისურვეს. უცებ ერთ-ერთმა განაცხადა: "დაასრულე მათთან" და ძლიერი ცეცხლი გახსნეს.“

დანარჩენ ქვედანაყოფებს, რომლებსაც მეთაურობდნენ მაიორი მალინკა და შედმი, ცეცხლი არ გაუხსნიათ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რადგან  მათმა მეთაურებმა თვითნებურად გააუქმეს უმაღლესი სარდლობის ბრძანებები ცეცხლის გახსნის შესახებ მათ მიმართ, ვინც დარღვევდა კომენდანტის საათს.[3]

რეაქცია რედაქტირება

 
ბრალდებულები ქაფრ-კასემის ხოცვა ჟლეტაში

თავდაპირველად ისრაელმა აკრძალა კაფრ-ქასემში მკვლელობების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, პრესისა და ქნესეთის წევრების მეირ ვილნერისა და თაუფიკ ტუბის ზეწოლის ქვეშ ინციდენტი გამოიძიეს და  დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარდგნენ. მკვლელობაში ბრალი რვა მესაზღვრეს წაუყენეს. მაიორმა მალინკიმ და ლეიტენანტმა დაჰანმა, შესაბამისად, 17 და 15 წელი მიიღეს, მაგრამ შემდეგ მათი საქმეები განიხილა ზემდგომმა სასამართლომ, შეუმცირდათ ვადა, ხოლო მოგვიანებით  გაათავისუფლეს ვადაზე ადრე. შედეგად, არცერთ დამნაშავეს ციხეში სამ წელიწადნახევარზე მეტი არ გაუტარებია. მალინკიმ მოგვიანებით მიიღო დიმონას ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობა, ხოლო დაჰანი — რამლას მერიაში "არაბულ საქმეებზე" საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა. მოგვიანებით პოლკოვნიკი შედმიც გაასამართლეს, მაგრამ სასამართლომ სარჩელი არ მიიღო, ვინაიდან მკვლელობებში დამნაშავედ არ ცნო, არამედ ცნო დამნაშავედ მხოლოდ კომენდანტის საათის უკანონო დაწესებაში და სასჯელის სახით დააკისრა სიმბოლური ჯარიმა 10 პრუტოტით.[4]

1957 წლის ნოემბერში გაიმართა შერიგების ცერემონია (სულხა) 800 სტუმრის თანდასწრებით, მათ შორის იყვნენ ბეჰორ-შალომ შიტრიტი (ისრაელის პოლიციის პირველი მინისტრი), გენერალი ცვი აიალონი და სოფლის მუხთარი.[5]

ხსოვნა რედაქტირება

2014 წლის ოქტომბერში ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მონაწილეობა მიიღო ამ მოვლენის 58 წლისთავისადმი მიძღვნილ დაკრძალვის ცერემონიაში. პრეზიდენტი გამოვიდა სიტყვით, სადაც მან მომხდარს "სერიოზული დანაშაული" უწოდა.

მანამდე, 2007 წელს, შიმონ პერესი ქაფრ-კასემს ეწვია და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

2006 წლიდან ქაფრ-კასემში ქალაქის მცხოვრებთა ფულით აშენებული მემორიალი ფუნქციონირებს.[6][7]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Shira Robinson, Local struggle, national struggle: Palestinian responses to the Kafr Qasim massacre and its aftermath, 1956–66, International Journal of Middle East Studies, vol 35 (2003), 393–416.
  • Robinson, Shira (2006). "Chapter 4: Commemorations under Fire: Palestinian Responses to the 1956 Kafr Qasim Massacre". In Ussama Makdisi, Paul Silverstein (ed.). Memory and violence in the Middle East and North Africa. Indiana University Press. pp. 103–132. ISBN 0-253-21798-9. Retrieved 2016-03-18.
  • M. R. Lippman, Humanitarian Law: The Development and Scope of the Superior Orders Defense, Penn State International Law Review, Fall 2001.
  • Israel Military Court of Appeal, judgment (translated), Palestine Yearbook of International Law, Vol II, 1985, 69–118.

სქოლიო რედაქტირება

  1. Lucas, Noah (1975). The Modern History of Israel. New York, New York: Praeger Publishers. p. 356. ISBN 0-275-33450-3.
  2. Arab Palestinian Resistance. 2007.
  3. Idith Zertal, Israel's Holocaust and the Politics of Nationhood,p. 172.
  4. Idith Zertal, Israel's Holocaust and the Politics of Nationhood, Cambridge University Press, 2005 p. 172
  5. Ronnie May Olesker, Fletcher School of Law and Diplomacy (Tufts University). International Law and Organization. The value of security vs. the security of values: The relationship between the rights of the minority and the security of the majority in Israel. 2007. p. 318.
  6. Aher, Danny (April 2008). Red and Blue – A Corps's Story 1948–2008 (in Hebrew). Israeli Ministry of Defense. pp. 48–49.
  7. "Kafr Qasem Memorial Exhibition 1956". დაარქივებული 2014-08-14 საიტზე Wayback Machine. www.art.net.