ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი
ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი — მუზეუმი თბილისში, შეიქმნა 1963 წელს, ხოლო ოფიციალურად გაიხსნა 1967 წელს. მუზეუმის შექმნის ინიციატორი იყო ქართული მედიცინის ისტორიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი მიხეილ შენგელია, რომელსაც საქმიანი დახმარება გაუწიეს ვ. ჟღენტმა, კ. ერისთავმა, პ. ქავთარაძემ, გ. მარუაშვილმა და სხვა.
ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი | |
---|---|
დაარსდა | 1963 |
ქვეყანა | საქართველო |
დამაარსებლები | მიხეილ შენგელია |
მდებარეობა | დიმიტრი უზნაძის ქუჩა 51, თბილისი, საქართველო |
სტატუსი | ისტორიული მუზეუმი |
ექსპონატი | 19 000-ზე მეტი |
დირექტორი | რამაზ შენგელია |
ისტორია და აღწერა
რედაქტირებათავდაპირველად მუზეუმი განთავსდა XII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის — ლურჯი მონასტრის შენობაში, 1989 წლიდან კი გადავიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კორპუსში.
მუზეუმში დაცულია 19 000-ზე მეტი საექსპოზიციო და საარქივო ერთეული: პირადი ფონდები, საარქივო მასალა, არქეოლოგიური მონაპოვრები, ეთნოგრაფიული მასალა, ხელოვნების ნიმუშები (ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის და სხვა ნახატები, ქანდაკებები), ძველი სამედიცინო აპარატურა (რუსეთის იმპერიაში პირველი რენტგენისა და ფიზიოთერაპიული აპარატები), სამედიცინო სარუტუალო და მაგიური დანიშნულების ნივთები, სამედიცინო ხელნაწერები, სამკურნალო მცენარეების ჰერბარიუმები, ანთროპოლოგიური მასალა, 40-ზე მეტი ექსპედიციის ეთნოლოგიური მასალები, ინგლისურენოვანი სამედიცინო და ძველი უნიკალური წიგნების ბიბლიოთეკა და სხვ.
ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი მედიცინის ისტორიის მუზეუმთა ევროპული ასოციაციის წევრია, აქვს მჭიდრ საერთაშორისო კონტაქტები. აქ მომზადდა სამედიცინო ინფორმაციის ანალიტიკური ცენტრის, მთარგმნლობითი ბიუროს და სხვა საინტერესო პროექტები.
მუზეუმის დირექტორი 1963-1995 წლებში იყო მიხეილ შენგელია, ხოლო 1995 წლიდან დღემდე დირექტორია რამაზ შენგელია.
გალერეა
რედაქტირება-
მუზეუმის დარბაზი
-
მუზეუმის დარბაზი
-
ვარძიის აფთიაქის მულაჟი
-
ექიმის კაბინეტი
-
ადამიანის ნერვული სისტემის მულაჟი
-
სამედიცინო ნივთები
-
რეცეპტები
-
სამკურნალო მცენარეები
-
სამედიცინო ხელსაწყოები
-
მამაკაცის ითიფალური ქანდაკებები
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 887, ISBN 99928-20-32-2.